რამდენიმე დღე გამათევინონ, სანამ მოვიფიქრებ სად წავიდე - დედა სოსანა
მარტვილის დედათა მონასტრიდან და ეპარქიიდან გარიცხული დედა სოსანა ითხოვს, რომ რამდენიმე ღამის გათევის საშუალება მისცენ და მონასტრის ტერიტორიაზე შეუშვან.
"რამდენიმე დღე სჭირდება მონასტრის ქონების გადაბარებას, და სანამ მე მოვიფიქრებ სად უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ უნდა ვუშველო ჩემ სულს, ამას სჭირდება დაფიქრება, მე ვითხოვ სასტუმროს სახლში რამდენიმე დღე გამათევინონ, მომცენ საშუალება, რომ დავფიქრდე ამ ყველაფერზე, გადაბარებას დრო უნდა, ეს ერთ საათში და ერთ დღეში არ გადაწყდება," - აღნიშნა დედა სოსანამ.
ეპარქიის ფინანსურმა მენეჯერმა ივანე კალაიჯიშვილმა მონაზონს უთხრა, რომ მონასტერში მხოლოდ პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვებენ. გარდა ამისა, მან პოლიციას სთხოვა, რომ შესასვლელში დადგნენ და ჟურნალისტები ეპარქიის ტერიტორიაზე არ შეუშვან.
ცნობისთვის, მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა შეუჩერა.
კომენტარი