საქართველოს 4 დიდ ქალაქში ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება - ნახეთ, რომელ ქალაქებზე ვრცელდება მკაცრი შეზღუდვები
საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება. 10 დღით ქალაქებში შესვლა, ან ქალაქებიდან გასვლა შეიზღუდება.
"კოვიდ-19 არის გლობალური გამოწვევა, უმძიმესი კრიზისი როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. დღეს შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება - გვაქვს პირველი შემთხვევა როდესაც გვყავს 1 დღეში 30 ადამიანი ინფიცირებული.
კვლევა მიმდინაორეს 500 ადამიანზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგებს უჭირთ თქმა, როდის ინება გავრცელების პიკი და ამ გაურკვევლობის პერიოდში მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს.
შეზღუდვა ხვალ 15 აპრილს, 21 საათიდან შევა ძალაში.
კომენტარი