კახა კუკავა პარლამენტის დახეულ მანდატს მისტიროდა
სკანდალური საიტი "Wikileaks" ტეფტის მიერ შედგენილ 2009 წლის 15 იანვრით თარიღებულ დოკუმენტს ავრცელებს. დოკუმენტში საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტისა და კახა კუკავას საუბრის ამსახველი მასალებია.
პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, Wikileaks-ის ინფორმაციით, პარლამენტის მანდატის დახევას ნანობდა.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან საუბრისას კუკავა აცხადებდა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ვადამდელი არჩევნების დანიშნვაა.
"კუკავას უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საზოგადოება ახალი არჩევნებისა და პროტესტის წინააღმდეგია, თუმცა მისი აზრით, "საზოგადოება არჩევნებსა და პროტესტს ყოველთვის ეწინააღმდეგება, მაგრამ წინა არჩევნები სწორედ პროტესტის შედეგად დაინიშნა და ასე მოხდება მომავალშიც". მოულოდნელად კუკავამ აღიარა, რომ ძალიან ნანონბს, რომ პარლამენტის მანდატი არ აიღო. "ვფიქრობ, მანდატი უნდა ამეღო" - განაცხადა კუკავამ:, - ნათქვამია, Wikileaks-ის ინფორმაციით, ტეფტის წელილში.
ცნობისთვის: "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებმა პარლამენტის მანდატები 2008 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ საჯაროდ დახიეს.
კომენტარი