სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაცების სიყვარულმა დაგაკრგვინა ადამიანობა" - ფეისბუქ-ომი ნინი ქარსელაძესა და მაია დარსმელიძეს შორის

სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძე და მაია დარსმელიძე ერთმნანეთს დაუპირისპირდნენ

როგორც ვიცით, ბოლო დღეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტში გავრცელებულ "ქუჩის ბიჭების" მინუს ფონოგრამაზე ნამღერს, ამას გამოეხმაურა მუსიკოსი მაია დარსმელიძეც და სოციალურ ქსელში დაწერა.

"ქოცების კონცერტის ლაივს წავაწყდი. უფრო სწორედ ფეისბუქ ლაივს მინუს ერთი ფონოგრამით. ზუსტად ისეთი კონცერტია, როგორიც თქვენს კანდიდატს შეეფერება".

დარსმელიძეს გვიან ღამით უპასუხა ნინი ქარსელაძემ:

"მაია დარსმელიძე ქუჩის ბიჭების გამოსვლაზე: "ეგ იყო კატასტროფა". მაია რადგან არ დაიცავი არაფერი, არც ურთიერთობა და არც ის ლინკი, რაც ჩვენს შორის არსებობდა, მეც ასევე გიპასუხებ, ახალ წელს ისე იმღერე კატასტროფაც კი არ ითქმის, ვიდეო მოვჭერი, რადგან აქ ჩემი საყვარელი ადამიანი- რომა რცხილაძე მღერის. მე ერთხელ სტატუსში დავწერე, რომ ამ პრინციპით ვცხოვრობ და არ ვარღვევ თქო, მაგრამ შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომლის გამოც დავარღვიე!!!!! ასეთი გამოსვლების პატრონმა სხვებზე არ უნდა წერო!!! იმედია ეს არის პირველი და უკანასკნელი მსგავსი პოსტი, დარწმუნებული ვარ არასოდეს დაგემსგავსებით!!!

P.S. ნაცების სიყვარულმა დაგაკრგვინა ადამიანობა, კოლეგიალობის შეგრძნება, ხოდა ამიტომაც მიიღე საკადრისი პასუხი!" - დაწერა ნინიმ და ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა, სადაც მაია დარსმელიძე მღერის.

ფეისბუქ-ომი მთელი ღამე გაგრძელდა, მაია დარსმელიძემ ქარსელაძის ფანებს მიმართა: "აუუუ, ნინის მსმენელო, ნუ მაბულინგებთ, ქთხოუთ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100