სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ის სახდეპარტამენტმა ვლადიმირ პუტინისთვის ოფიციალური მილოცვისგან თავი შეიკავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები ვლადიმირ პუტინი, როგორც არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტობის კანდიდატი და ბუნებრივია, ტექსტში არც პუტინისკენ მიმართული მილოცვაა ცადებული.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ დოკუმენტში მილოცვის ფორმატი მაინც გამოიყენა: „აშშ ულოცავს რუს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას და აცნობებს საკუთარი მზადყოფნის შესახებ, ითანამშრომლოს ახლადარჩეულ სახელმწიფოს მეთაურთან მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ოფიციალური შედეგები და და ის ფიცს დადებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ უერთდება ეუთოს მისიისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასწარ დასკვნებს და მიესალმება „ცალკეული რუსი დამკვირვებლების შეფასებებს“.

„ჩვენ ცნობად მივიღეთ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნებს ჰყავდა ერთი გამარჯვებული, რომელმაც ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ასევე, ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ეუთოს შეშფოთებას იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, რომლის დროსაც შეინიშნებოდა სახელმწიფო რესურსის ცალმხრივი გამოყენება და პროცედურული დარღვევები არჩევნების დღეს, ასევე სხვა, კანონმდებლობასთან შეუსაბამო დარღვევები“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100