სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზები ამერიკის უმაღლეს მწვერვალზე აფხაზეთის დროშის აღმართვას გეგმავენ

აფხაზ მთასვლელთა ჯგუფი ამერიკის უმაღლეს მწვერვალ აკონკაგუაზე აფხაზეთის დროშის აღმართვას გეგმავს. მათ ექსპედიაციაში შვედი მთასვლელიც დაპატიჟეს. აღნიშნულ ფაქტს მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციის პრეზიდენტი, საქართველოს დეოკუპაციის ცენტრის დირექტორი გია თორთლაძე გამოეხმაურა და შვედ მთასვლელს - იოჰან ერნსტ ნილსონს ღია წერილით მიმართა, რომელსაც ‘’droni.ge’’ უცვლელად გთავაზობთ:

‘’ღია წერილი ბატონ იოჰან ერნსტ ნილსონს

ცნობილი გახდა, რომ თქვენ მონაწილეობას იღებთ პოლიტიკურ აქციაში, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის უმაღლეს მწვერვალ აკონკაგუაზე აფხაზეთის დროშის აღმართვას. მე თვითონ განხორციელებული მაქვს ასეთი პოლიტიკური აქცია რამდენჯერმე, ბოლო იყო 2012 წელს მწვერვალ ევერესტზე, სადაც ატანილი მქონდა დროშა, რომელსაც აწერია ‘’საქართველო ოკუპანტების გარეშე’’ და რომ რუსმა ოკუპანტებმა დატოვონ საქართველო.

ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას გაეგო, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თქვენთვის, როგორც ამ ექსპედიციის მონაწილისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აფხაზეთში, რომლის დროშაც გინდათ მწვერვალზე ააფრიალოთ მოხდა ეთნიკური წმენდა, რასაც ადასტურებს 1996 წლის 2-3 დეკემბრის ლისაბონისა და 1999 წლის სტამბოლის 18-19 ნოემბრის ეუთოს დოკუმენტები.

1993 წლიდან აფხაზეთიდან 300 ათასი დევნილი და ათასობით დაღუპულია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში იდევნებიან არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ მოქალაქე ქართველებიც, ანუ ისინი, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მოქალაქედ. დევნილებს შორის არიან რუსები და უკრაინელები. 30 00 - უკრაინელი, 25 000 - აფხაზი. იქნებ გაეცნოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, მაგალითად, 2012 წლის 2 ოქტომბერს დამტკიცებული რეზოლუცია რუსეთს 2008-2009 წლებში მიღებული სამი მეტად მწვავე რეზოლუციის მოთხოვნათა შესრულებასაც შესახსენებს, რაც მოიცავს საქართველოსთვის პრინციპულ არაერთ მოწოდებას რუსეთის მისამართით, იქნება ეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო არმიის გაყვანა, დევნილების ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება.

თუ თქვენ დაინტერესდებით და შეხვალთ გაეროს ოფიციალურ გვერდზე, ნახავთ: საქართველოსთან, აფხაზეთთან დაკავშირებულ რეზოლუციებსა და განცხადებებს, ნახავთ, რომ 1993 წლიდან დაწყებული მთელი მსოფლიოს თანამეგობრობა მოითხოვს აფხაზი სეპარატისტებისაგან დევნილების დაბრუნებას თავის სახლებში. რასაც სამწუხაროდ არავითარი შედეგი არ მოჰყვა. პირიქით, ჩატარდა აფხაზეთის მოსახლეობის სტერილიზაცია ქართველობისაგან და მერე ამ ‘’გაწმენდილ’’ ტერიტორიაზე გამოცხადდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა დანარჩენი საქართველოსაგან.

თუ თქვენ გაინტერესებთ უფრო ობიექტურად ამ საკითხებში გარკვერვა, რა მოხდა საქართველოში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, გთხოვთ წაიკითხოთ ლე ფიგარო, poutine reconnait avoir planifie la guerre georgia, par isabelle lasserre publie le 10/08/2012 a 19:31, სადაც ვლადიმერ პუტინი ღიად აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოზე, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია და შემდგომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება რუსეთის გენერალური შტაბის მიერ იყო დაგეგმილი 2006 წელს და პირადად მასთან იყო შეთანხმებული. ასევე იგი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ორი წლის განმავლობაში ამზადებდნენ სამხედრო ოპერაციისთვის ადგილობრივ მოხალისეებს.

ასევე მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც გააკეთა დიმიტრი მედვევდევმა ორ სხვადასხვა შეხვედრაზე და რაც გაშუქდა რუსულ მედიაშიც. მაგალითად გაეცანით:14:3621.11.2011ღია.რუ., Медведев: бездеиствие РФв 2008 г могло бы привести к расщырению НАТО РИА Новости.

მედვედი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს 2008 წლის აგრესია იყო პასუხი საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის (ნატო) წევრი. ორივე შემთხვევაში (პუტინისა და მედვევდევის) ამ განცხადებების მიზანს წარმოადგენს მსოფლიო თანამეგობრობის გამოწვევა და დაცინვაც. როცა ერთი ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტი ღიად აცხადებს აგრესიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე მეორე სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, დამეთანხმეთ, ეს ცინიკურია. აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც რუსეთისათვის მხოლოდ საშუალებაა, რომლის საშუალებითაც ხდება ცივილიზებული მსოფლიოს დამცირება და იმის ჩვენება თუ ‘’ვინ არის მსოფლიო პოლიტიკის ლიდერი’’.

მე შევეცადე მოკლედ ამეხსნა თქვენთვის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ექსპედიცია, როცა ესა თუ ის ჯგუფი ქირაობს უფრო კვალიფიცირებულ, სახელოვან პროფესიონალს თავისი მიზნების მისაღწევად. არც ისაა გასაკვირი, რომ ამაში ჩართულია მოსკოველი ბიზნესმენიც, რომელიც ახორციელებს კრემლის პოლიტიკას.

ეს აქცია საქართველოს იმაზე მეტს ვერ დაუშავებს რაც უკვე კრემლმა დაუშავა: ნახევარი მილიონი დევნილი, ათასობით განადგურებული და დახოცილი ადამიანი, გადამწვარი სახლები და განადგურებული ბიოგრაფიები. ეს აქცია მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავს თქვენი ქვეყნისა და მთელი ცივილიზებული თანამეგობრობის შეურაცხყოფას! იმ ქვეყნებისა, რომლებმაც გაკიცხეს აგრესია საქართველოზე 2008 წელს, რომლებიც მხარს უჭერენ არ აღიარების (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) პოლიტიკას და მოუწოდებენ რუსეთს საქართველოს დეოკუპაციისაკენ.

მე მოგმართავთ თქვენ ღია წერილით, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ამ რაკურსით თქვენ არ გქონდათ გაანალიზებული ამ აქციის მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ ჩემი წერილი მოგცემთ საშუალებას გააზრებული ნაბიჯი გადადგათ ან არ გადადგათ და თუ გადადგამთ - ეს თქვენი პოლიტიკური აქცია იქნება. პოლიტიკური და არა სპორტული. თქვენ ამ აქციით აღმოჩნდებით ნიკარაგუას, ნაურუსა და ჰამასის გვერდით დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს პირისპირ.

პატივისცემით,

მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციის პრეზიდენტი

საქართველოს დეოკუპაციის ცენტრის დირექტორი

გია თორთლაძე’’

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100