"აჩუქეთ ერთი დღე თქვენ სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული"- სააკაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს:
„პანიკაში მყოფმა ივანიშვილმა არჩევნები დანიშნა კვირის ნაცვლად ოთხშაბათს იმ იმედით,რომ კერძო ბიზნესის მფლობელები არ გაამოუშვებენ თანამშრომლებს და ვერც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ვერ შეძლებენ არჩევნებზე მისვლას.
მინდა ვუთხრა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს,რომ როგორცკი შეიცვლება ხელისუფება,ყველას დაგირიგდებათ ელექტრონული ბარათები და სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ხმის მიცემას.მანამდე კი,ამ ერთხელ და ბოლოჯერ ,აჩუქეთ ერთი დღე თქვენ სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული!“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
კომენტარი