სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან თუთბერიძე აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა

ლევან თუთბერიძე აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. რეჟისორის ბოლო ნამუშევარმა "მოირა" საუკეთესო ფილმის ჯილდო ლოს ანჯელესში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალზე წარდგენილი 30 ნამუშევრიდან 17 ოსკარის 2016 წლის კანდიდატი ფილმია. ამასგარდა, "მოირამ" კინოაკადემის წევრებისთვის დამატებითი ჩვენების უფლებაც მოიპოვა, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
"მოირა" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, ლოს ანჯელესში კი ოსკარის ნომინაციისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო.European Film Promotion (EFP) ლოს ანჯელესში აქტიურად აწყობს ჩვენებების სერიებს, რათა ევროპულმა ფილმებმა მსოფლიო კინოასპარეზზე ყურადღების მიპყრობა შეძლონ.

ჩვენებებში 27 ევროპული ფილმი მონაწილეობს, მათ შორის ლევან თუთბერიძის "მოირა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100