უკრაინის ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა - აი, ასეთია "IPSOS"-ს კვლევა
უკრაინის ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა - აი, ასეთია "IPSOS"-ს კვლევა:
6-10 აპრილს "იფსოს უკრაინის" მიერ ჩატარებული გამოკითვხის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის პრემიერ-მინიტრის კანდიდატურაზე მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს. გამოკითხვაში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკიც 18-დან 74 წლამდე იყო. შედეგები ასე გამოიყურება:
თქვენი აზრით, ვინ იქნებოდა უკრაინის ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრი?
1. მიხეილ სააკაშვილი 14%
2. პეტრო პოროშენკო 13%
3. იულია ტიმოშენკო 8%
4. სერგეი ტიგიბკო 6%
5. იური ბოიკო 5%
6. დმიტრო რაზუმკოვი 4%
7. დენის შმიგალი (მოქმედი პრემიერი) 3%
8. არსენ ავაკოვი (მოქმედი შსს მინისტრი) 2%
9. ოლექსი გონჩარუკი 1%
10. ანდრეი კობოლევი 1%
11. სხვა 9%
12. არ ვიცი 34%
მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდთ მესამე „იფსოსი“ 1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი). „იფსოს“-ის ფილიალები დღეს 87 ქვეყანაში აქვს და საერთო ჯამში, 16,530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკენტიგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.
კომენტარი