2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი (მუნდანური ასტროლოგიის მიხედვით)
მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მამლის წელი (1909, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017) - არასტაბილურია, თუმცა მაინც ხერხდება გარკვეული ციკლის დასრულება და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
მამლის წელში მოვლენები არასტაბილურად ვითარდება, მითუმეტეს, ამ წლის დამახასიათებელია გარკვეული მოჩვენებითობა და ილუზიების შექმნა, ამიტომ როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე ვერ ხერხდება მოსალოდნელი საფრთხეების დროულად შემჩევა და გააზრება. რაც ცხადია რთულ სიტუაციებში კრიზისის და მარცხის ალბათობას ზრდის.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით მამლის წელი მკაცრ წლად მიიჩნევა. ამ წელს ყველამ ბევრი უნდა იშრომოს, რომ შედეგი მიიღოს. როგორც წესი მამლის წელში იმატებს უმუშევრების რაოდენობა და ფინანსური საქმეები არც თუ კარგად მიდის.
მუნდანური (ლათ. Mundus „მსოფლიო“) ასტროლოგიის მიხედვით 2017 წელს ძირითად დაძაბულობას შექმნიან - იუპიტერი, ურანი და პლუტონი. არ არის გამორიცხული ეს დაძაბულობა 2017 წლის დასაწყისშივე გამოვლინდეს, თუმცა პიკი თებერვალი და მარტი იქნება, როდესაც ცის კაბადონზე ასტროლოგიური კონფიგურაცია ე. წ. „ტაუ-კვადრატი“ შეიკვრება.
მთლიანობაში, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისული იქნება 2017 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი (ასევე ყურადღებას ითხოვს წლის ბოლო).
მოსალოდნელია მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური პროცესები სწორედ ამ პერიოდებში დაიძაბოს, გააქტიურდეს ბუნებრივი თუ პოლიტიკური კატაკლიზმები, მოხდეს გარკვეული პოლიტიკური გადანაცვლებები, გადაფასებები, რევოლუციები, სამხედრო გადატრიალებები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი. ამ წელს მოსალოდნელია კრიმინალის ზრდაც. დიდი ალბათობით მოსალოდნელია გახმაურებული დანაშაულებებიც მოხდეს. განსაკუთრებულ ყურადღებას 2017 წლის პირველი და მესამე კვარტალი ითხოვს. ამიტომ, ამ პერიოდში ყველას მაქსიმალური წინდახედულება და თავშეკავება მართებს.
2017 წელს (განსაკუთრებით პირველ და მესამე კვარტალში) ადამიანები იგრძნობენ მათ წინ არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას, ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ურთიერთობებში (როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფობრივ დონეზე).
ახალი კავშირების, ურთიერთობების დამყარების და ამ მიმართულებით წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება უდიდესი ძალისხმევის გამოვლენა. მითუმეტეს, რომ ამას ხელს შეუწყობს იუპიტერის განთავსება სასწორის ზოდიაქოში. ეს სასიკეთო ტენდენცია ოქტომბრის პირველი დეკადის ჩათვლით გაგრძელდება. შემდგომ იუპიტერი მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რის წყალობითაც ადამიანებში მოიმატებს შეუპოვრობა და მიზანსწრაფვა, რაც დაეხმარებათ მათ წარმატებით დაასრულონ წლის პირველ ნახევარში დაწყებული საქმეები. პლანეტა იუპიტერის გავლენა გამარჯვებას მოუტანს იმ ადამიანებს და ქვეყნებს, რომლებსაც აქცენტს დიპლომატიასა და მოლაპარაკებაზე გააკეთებენ. მოსალოდნელია ერთმანეთთან დაპირისპირებებულმა ქვეყნებმა მიაღწიოს ურთიერთშეთანხმებებს ან მოლაპარაკების გზით გადაწყდეს პოლიტიკური კონფლიქტები. თუმცა თუ ოქტომბრამდე დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, ეს ნოემბერსა და დეკემბერში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
რაც შეეხება წინაღობებისა და პრობლემების პლანეტა სატურნს, ის 2017 წლის განმავლობაში მშვილდოსნის ზოდიაქოში დარჩება (სადაც ის 2014 წლის დეკემბრიდან იმყოფება). 2017 წელს სატურნის ნეგატიური გავლენა შესამჩნევი იქნება 6 აპრილიდან - 25 აგვისტომდე, როდესაც ის რეტროგრადულად იმოძრავებს. მოსალოდნელია სწორედ ამ დროს გააქტიურდეს ეკონომიკური პრობლემები. ამის გამო ადამიანებში გაჩნდება რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების სურვილი. არასტაბილური და ცვალებადი იქნება გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მოსალოდნელია ვალუტის არამდგრადი კურსი, აქციების ფასების მერყეობა, ასევე არასტაბილური ფასები პროდუქციასა და ნედლეულზე.
2017 წლის დასაწყისში განვითარებული პოლიტიკური პროცესები აპრილისთვის თავისი განვითარების პიკს მიაღწევს, ხოლო აგვისტოს ბოლომდე, მაქსიმუმ სექტემბერში დასრულებულ ფორმებს მიიღებენ.
2017 წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები და ქვეყნები, რომლებსაც ერთი მხრივ ენერგიული განვითარება, მეორე მხრივ კი მოქნილება და დიპლომატიურობა ახასიათებთ. გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ უხეში მეთოდებით და უაზრო რისკებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
ეკონომიკური და ფინანსური კუთხით მთლიანობაში, 2017 წელი გასული წლებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, თუმცა გონივრული ნაბიჯების გადადგმით, წინდახედულობითა და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით არა მხოლოდ ფინანსური კრიზისისთვის თავის არიდება იქნება შესაძლებელი, არამედ არსებული მდგომარეობის გამოსწორება და პროგრესიც კი. წინდაუხედავი ნაბიჯების შემთხვევაში როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე მოსალოდნელია ფინანსური კრიზისის გაღრმავება.
2017 წლის გარდამტეხი პერიოდი იქნება იანვრის მეორე ნახევარი, თებერვალი (როდესაც მზისა და მთვარის დაბნელება დაფიქსირდება) და მარტის პირველი ნახევარი. ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები იმის მიმანიშნებელი იქნება თუ როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები.
პირველი კვარტალი. 2017 წლის დასაწყისი ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის საკმაოდ რთულ პერიოდი აღმოჩნდება. პლანეტების დისჰარმონიული გავლენის გამო იანვრის პირველ და მეორე დეკადა დაძაბული იქნება. მოსალოდნელია გააქტიურდეს სამხედრო კონფლიქტები და ეკონომიკური დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტზე ნეგატიურად აისახება. ამ პერიოდში საჭირო იქნება დიპლომატიის გამოვლენა, რათა ნეგატიური გავლენის ბალანსი მოხდეს. არ არის გამორიცხული იანვარსა და თებერვალში დარღვეული იქნას მანამდე მიღებული შეთანხმებები და ხელშეკრულებები, ხოლო დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდეს. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოიმატებს ავარიული სიტუაცია, რასაც შესაძლოა სერიოზული მსხვერპლიც მოჰყვეს.
მეორე კვარტალი. აპრილი საკმაოდ პოზიტიური პერიოდი უნდა გამოდგეს. შესაძლებელია ამას მშვიდი პერიოდიც კი შეიძლება ეწოდოს. მოსალოდნელია წლის დასაწყისში დაწყებული ნეგატიური სიტუაციების დარეგულირება სწორედ მეორე კვარტლის პირველ ნახევარში მოხდეს. ურთიერთობების დაბალანსება მოსალოდნელია როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი შეძლებს საკუთარი ჯანმრთელობის დაასტაბილურებას და გაუმჯობესებას. მეორე კვარტალი დადებითი იქნება დასახული მიზნების მიღწევისთვის და ამბიციური პროექტების განხორციელებისთვის, ასევე პარტნიორების მოძიებისთვის და ახალი შეთანხმებების მიღწევისთვის. ეს დრო ასევე სასიკეთო იქნება ოპტიმიზმის ზრდისთვის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ინვესტიციების მოზიდისთვის. ბევრ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შედარებით დალაგდება და ურთიერთობები მშვიდ რიტმში წარიმართება.
მესამე კვარტალი. არ არის გამორიცხული იანვარ-თებერვალში შექმნილი კრიზისები ზაფხულის მეორე ნახევარში კვლავ გააქტიურდეს (განსაკუთრებით თუ ამ კრიზისული სიტუაციების დარეგულირება მაის-ივნისში ვერ მოხერხდა). თუმცა ეს განსაკუთრებით რთული ნამდვილად არ იქნება და შესაძლებელი იქნება მათი მართვა. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ადამიანები შეძლებენ ძალისხმევა საკუთარი შემოქმედებისკენ მიმართონ, ამასთანავე, გათავისუფლდნენ უსარგებლო კავშირების და ვალდებულებებისგან. ამ პერიოდში ადამიანებს შორის ურთიერთობები უფრო ემოციური და იმპულსური გახდება, რაც გაზრდის დაპირისპირებების ალბათობას. განვითარებული მოვლენები აგვისტოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ადამიანებს საშუალებას მისცემს განავითარონ პიროვნული თვისებები, აიმაღლონ კვალიფიკაცია, დაამყარონ საქმიანი კავშირები და მოიძიონ საქმიანი პარტნიორები. ეს დადებითი პერიოდი კულტურული, შემოქმედებითი და ეკონომიკური კონტაქტების დასამყარებლად. სასიკეთო იქნება უცხოელებთან ურთიერთობები. ამ დროს საჭიროა გეგმების და პროექტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება საკუთარი გავლენის გაფართოვება და პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების განვითარება. ეს საკმაოდ სასიკეთო პერიოდი იქნება ქორწინებისთვის.
მეოთხე კვარტალი. ეს პერიოდი ურთიერთწინააღმდეგობრივი იქნება. ამ პერიოდში მოსალოდნელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციების განვითარება. თუმცა სწორი და გააზრებული მოქმედებების შემთხვევაში წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება. შეიქმნება დადებითი ფაქტორები ბიზნესის განვითარებისთვის, მოსალოდნელია გამყარდეს ვალუტის კურსი, გაიზარდოს აქციების ფასი. პოლიტიკაში და ეკონომიკაში მოსალოდნელია დადებითი ტენდენციების განვითარება. ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია რეფორმების განხორციელება, რომლებიც პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ბიზნესში და კულტურაში არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. ყურადღებას ითხოვს 3-20 ოქტომბრის შუალედი. ამ პერიოდში წამოჭრილი სადავო საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტა მხოლოდ ნოემბერში იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში მოიმატებს ხანძრების, ეკოლოგიური კატასტროფების, ტექნიკური ავარიების და სამხედრო გადატრიალებების ალბათობა. არ არის გამორიცხული ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის ძალადობრივი შეცვლა მოხდეს. ეს პერიოდი მაქსიმალურ ყურადღებასა და კონცენტრაციას ითხოვს, რათა მოსალოდნელი შეცდომები მინიმუმამდე იქნას შემცირებული. ნოემბრის პირველ ნახევარში არსებული კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელი გახდება. ადამიანებს თუ ქვეყნებს შორის მოსალოდნელია დაკარგული ნდობის აღდგენა, დამყარდება ახალი საქმიანი კავშირები, განახლდება კულტურული ურთიერთობები და შესაძლებელი იქნება კომპრომისის მიღწევა. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის წინაპირობად იქცევა. ამგვარად წლის დასასრული ბევრად უფრო დადებითი აღმოჩნდება, ვიდრე მისი დასაწყისი და ადამიანები მომავლის მიმართ მეტი ოპტიმიზმით განეწყობიან.
საქართველო. ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2017 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, რასაკვირველია, საქართველოზეც აისახება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მამლის წელში საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება და ეს შეიძლება იყოს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური მოვლენები (მაგალითად, 1921 წელი - საქართველოს გასაბჭოება, 1993 წელი - საქართველო-აფხაზეთის ომის დასრულება, რის შედეგადაც აფხაზეთი საქართველოს ჩამოსცილდა, 1981 წელს - თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასი მოპოვება).
ფაქტია, რომ 2017 წელი საქართველოსთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ იქნება, ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას წლის დასაწყისიდანვე მართებს მიზანმიმართული, ორგანიზებული და დისციპლინირებული მუშაობა, რათა გარკვეული სფეროები კონტროლის მიღმა არ გავიდეს.
2017 წელს `მაიმუნის~ მერყეობას, ეშმაკობას და გამჭრიახობას - „მამლის“ ენერგიულობა, სიმკაცრე და მოწესრიგებულობა შეცვლის. მამლის წელი „სამხედრო ტიპის“ წელია, ამიტომ 2017 წელს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება კარგად გააზრებული და დისციპლინირებული მოქმედებები, რათა საერთო მდგომარეობა არ გაუარესდეს ან უკეთეს, შემთხვევაში გაუმჯობესდეს კიდეც.
2017 წელი შედარებით უკეთესი გამოდგეს, ვიდრე გასული 2016 წელი იყოს, თუმცა მთლიანობაში მოსახლეობა ნამდვილად არ იქნება კმაყოფილი, რადგან მამლის წელში ნაკლებად ხდება ეკონომიკური ზრდა და ადამიანების მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ამ მიმართულებით საჭირო იქნება მიზანსწრაფული და შეუპოვარი შრომა, რათა არ მოხდეს მიღწეული პოზიციების დაკარგვა.
2017 წელს წარმატებას დისციპლინირებული ადამიანები მიაღწევენ. ამიტომ, საჭირო იქნება მკაცრი, „სამხედრო ტიპის“ რეჟიმი, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა რგოლმა ორგანიზებულად და გამართულად იმუშაოს.
2017 წელს საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ქვეყანაში საერთო მდგომარეობის გამოსწორებას და მისი ძალისხმევა ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკური პროექტებისკენ განხორციელებისკენ. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაწეული ძალისხმევისა, მოსალოდნელია საერთო მდგომარეობა ნაკლებად დასტაბილურდეს და უმეტეს შემთხვევაში მერყევი და ძნელადპროგნოზირებადი დარჩეს. აუცილებელი იქნება გარკვეული რეფორმების ჩატარება და ეს უპირველესად ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ და ფინანსური საკითხების რეგულაციისკენ უნდა იქნას მიმართული. ამასთანავე, ხელისუფლების მხრიდან აუცილებელი იქნება მკაცრი კონტროლი, რათა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულმა მოქმედებებმა ხალხს კონკრეტული შედეგი მოუტანოს.
2017 წელს სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევთ გაძლიერებული ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. რამდენად სწორად წარმართავს საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ პროცესებს, ამის პირველი ნიშნები უკვე 2017 წლის თებერვალსა და მარტში გამოჩნდება.
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპის მიხედვით 2017 წელს მნიშვნელოვანი იქნება და ყურადღებას ითხოვს შემდეგი მიმართულებები:
* ეკონომიკა. მოსალოდნელია ან კუთხით გაჩნდეს გარკვეული კრიზისის ნიშნები, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა (უცხოური ინვესტიციების მოზიდის სახით), რათა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოს.
* ფინანსები. მნიშვნელოვანი იქნება საბანკო-საფინანსო საკითხები, ობლიგაციებთან, აქციებთან, ფასიან ქაღალდებთან, კრედიტებთან, ტრანშეებთან, სესხებთან და გრანტებთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებითაც საჭირო გახდება პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება, რათა გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა და ამასთანავე, არ მოხდეს უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამუხრუჭება.
* ტრანსპორტი. მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებასთან და განტვირთვასთან.
* ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანი იქნება ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, მოსალოდნელია ეს იყოს რაიმე ტიპის რეფორმა, რომელიც კავშირში იქნება საყოველთაო დაზღვევასთან ან მსგავს საკითხებთან.
* საფრთხეები. ყურადღებას ითხოვს ჯართან და სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული საკითხები, რეფორმები თუ კრიზისები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ბუნებრივ კატაკლიზმებთან, ტექნიკურ ავარიებთან და და ტერაქტებთან დაკავშირებული საკითხებიც, ძალოვან სამსახურებს და სპეცსამსახურებს უდიდესი წინდახედულება მართებთ, რომ მინიმუმამდე შეამცირონ მოსალოდნელი გართულებები.
* უცხოეთი. ხელისუფლებას მოუწევს მძიმე შრომა, რათა არსებული საგარეო კავშირები გააუმჯობესოს და განავითაროს (ასევე მნიშვნელოვანი იქნება საჰაერო ტრანსპორტთან და უცხოეთში მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები).
* უნივერსიტეტები. გააქტიურდება უმაღლეს განათლებასთან, უნივერსიტეტებთან და სტუდენტობასთან დაკავშირებული საკითხები. ხელისუფლებას ამ მიმართულებითაც მოუწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება.
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება 2017 წლის პირველი კვარტალი, ზაფხულის მეორე ნახევარი, შემოდგომის პირველი ნახევარი და წლის ბოლო. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი წინდახედულობის გამოჩენა მართებს, რათა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ ტემპში წარიმართოს.
კომენტარი