თიბისი ბანკის მობაილ ბანკი სპეციალურად BlackBerry-სთვის!
პირველად საქართველოში! თიბისი ბანკი გთავაზობთ მობაილ ბანკს სპეციალურად BlackBerry-სთვის!
თუ თქვენ ფლობთ BlackBerry-ს მობილურ ტელეფონს, უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკით BlackBerry-სთვის. თიბისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაციით თქვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ განახორციელოთ თქვენთვის სასურველი ოპერაცია ან მიიღოთ უამრავი საბანკო და ფინანსური ინფორმაცია, კერძოდ კი:
· შეივსოთ მობილურის ბალანსი,
· დაფაროთ კომუნალური დავალიანებები,
· გადარიცხოთ და დააკონვერტიროთ თანხები,
· შეამოწმოთ ბალანსები ნებისმიერ თქვენს ანგარიშზე, მათ შორის ანაბრებზე და სესხებზე,
· გაეცნოთ ვალუტის კურსებს,
· გაიგოთ, რა მანძილი გაშორებთ თიბისი ბანკის უახლოეს ფილიალთან ან/და ბანკომატთან, და სხვა.
BlackBerry-ს მობაილ ბანკის აპლიკაციით სარგებლობას არ სჭირდება დამატებითი რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე სარგებლობთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკით. საჭიროა მხოლოდ ჩამოტვირთოთ TBC Mobile აპლიკაცია Blackberry App World-დან და მიუთითოთ ინტერნეტ ბანკის თქვენი სახელი და პაროლი.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკით, დარეგისტრირდით ახლავე ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე www.tbconline.ge, ან რეგისტრაციისთვის ეწვიეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
დაიწყეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკით სარგებლობა ახლავე! გახსოვდეთ, თიბისი ბანკის მობაილ ბანკი ეს არის პატარა ფილიალი თქვენს ტელეფონში, რომელიც დაზოგავს თქვენს დროს და გაგიმარტივებთ ბანკთან ურთიერთობას!
კომენტარი