სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავას ცოლმა მიმართა ყველას ვისაც ის უყვარს და არ უყვარს

გიგი უგულავას მეუღლე, რომელიც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი აქამდე არ გახლდათ უგულავას დაპატიმრებისთანავე გააქტიურდა და საკუთარი ქმრის მხარდაჭერა ვირტუალურ სივრცეშიც დაიწყო. უცვლელად გთავაზობთ კილაძის ფეისბუქ სტატუსს, რომელიც მან დღეს გამოაქვეყნა.

“მამაჩემით დაიწყეს იმიტომ რომ გიგის სიმამრია, სიძით გააგრძელეს, იმიტომ რომ გიგის მეგობარია, ქმრით დაასრულეს - იმიტომ რომ გიგია.

არავისთვის მოულოდნელი არ იყო რომ გიგის დაიჭერდნენ. ის ამისთვის მზად იყო. არაერთხელ უთქვამს რომ გზა, რომელიც მან აირჩია რთულია და ამ გზაზე ისე უნდა გაევლო რომ კითხვაზე პასუხი გაეცა! ამ ქვეყნიდან რომ გაქცევა რომ არ უნდოდა ბოლო ორმა წელმა დაადასტურა! ამის შანსი ბევრჯერ ქონდა. გიგი ყველაფერს რეალურად უყურებს! საკუთარ შეცდომებსაც !მზად ვართ ამ სირთულეებისთვის ჩვენც - მისი ოჯახი და მეგობრები.

მირეკავენ ადამიანები, რომლებსაც მისი გაკეთებული სიკეთე ახსოვთ და მადლობა თქვენ ყველას გამხნევებისთვის! გვერდში დგომისთვის! სასამართლო პროცესი მოულოდნელად დღეს 17:30 დანიშნეს. ვისაც გიგი გიყვართ, ვისაც არ გიყვართ მაგრამ აღიარებთ რომ ქალაქისთვის რაღაც გააკეთა მოდით საქალაქო სასამართლოსთან. 17:30!” - წერს ლელა კილაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100