"საქართველო, მიყვარხარ!" - რაზე უხდის მადლობას ქეთა თოფურია ქართველ ხალხს?
მომღერალ ქეთა თოფურიას გარშემო რამდენიმე დღის წინ ატეხილ სკანდალს ქართული საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ის უამრავმა ცნობილმა პირმაც საჯაროდ გააკრიტიკა. იყვნენ ისეთებიც, რომლებბიც ქეთას იცავდნენ და ღიად უჭერდნენ მხარს.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დადებულ პოსტს, სადაც ქეთა რუსულ საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. შემდეგ ამას მოჰყვა უამრავი ადამიანის მხრიდან ლანძღვა, შემდეგ ქეთას კომენტარები, სადაც ასევე ლანძღვით პასუხობდა ქართველ გამომწერებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ინსტაგრამის სთორიში ატვირთა სამადლობელი წერილი:
"არ მეგონა ამდენ დადებით წერილს თუ მივიღებდი, Georgia, I love U".
სავრაუდოდ, მომღერალი იმ ადამიანებს უხდის მადლობას, ვინც მისი პოზიცია დაიჭირა და სხვისი მრისხანების განეიტრალებას ცდილობდა.
კომენტარი