„ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“ - სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან ურთიერთობაზე „დრონი.ჯი“-ს ესაუბრა
სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძის წყვილი საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. თითქმის 2 წლიანი რომანის შემდეგ მათი ურთიერთობა დასრულდა. როგორც წამყვანმა განმარტა, მიკუჩაძე მისი პრობლემებით დაიღალა და წავიდა. რამდენიმე დღის წინ მუსერიძემ მსახიობთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ხალხშიც ინტერესის ახალი ტალღა აგორდა. შერიგდა თუ არა წყვილი, ამის გადასამოწმებლად „დრონი.ჯი“ სანდრო მიკუჩაძეს დაუკავშირდა.
„პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. ადრე ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ამ თემას, თუმცა პირადი პირადია. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არც იმას ვიტყვი, რომ არავინ არ არის და არც იმას, რომ არის. როგორც ვიყავი ეს პერიოდი, ისევ ისე ვარ. განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. კარგი, ნორამლური და ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. შემდეგ რა მოხდება მომავალში ვნახავთ, მაინც ყველა გაიგებს. ქართელი ხალხი ისეთია, რომ ისე ვერ ძლებს სხვის ცხოვრებაში თუ არ ჩაერია. ვისაც არ გვაინტერესებს სხვისი ცხოვრება, ჩვენსაშიც ნუ შემოვლენ“, - განმარტა მსახიობმა.
რაც შეეხება მიკუჩაძის სამსახიობო კარიერას, ევროპაში მოგზაურობის შემდეგ მსახიობი ამჟამად ორ სპექტაკლზე მუშაობს.
„ამჟამად ორ სპექტაკლში ვარ დაკავებული. ევროპაში ჩემი მეგობართან ერთად ვიყავი დასასვენებლად. რაც შეეხება ჩემი ცოლის დაქალებს, ბოლო პერიოდში დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ შეიძლებოდა დავბრუნებულიყავი. თუმცა შემდეგ ჩაიშალა ეს თემა. ამ ეტაპზე არ გამოვჩნდები, არაა ამაზე საუბარი და მომავალში ვნახოთ რა იქნება. სხვა სერიალზე შემოთავაზებები არაა. ერთ-ერთ ფილმზე დამამტკიცეს, შინდისის გმირები ჰქვია, თუმცა რეპეტიციები დამემთხვა გადაღების დროს და და უარი ვთქვი, რაზეც ძალიან დამწყდა გული“.
კომენტარი