კულტურის მინისტრის მოადგილის ვაჟიშვილმა ცნობილ ბასისტსა და ვოკალისტს ხელი სთხოვა - ნახეთ რას წერს ამაზე კანდელაკის რჩეული
კულტურის მინისტრის მოადგილის ვაჟიშილი, ნიკუშა კანდელაკი ქორწინდება. ბიჭმა რჩეულს, ამერიკელ ბასისტსა და ვოკალისტს, ნიკ უესტის ხელი კონცერტზე მსმენელის წინაშე სთხოვა.
"ეს არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრების გეგმის ნაწილი. მე მომწონს ჩემი თავისუფლება და მომწონს ჩემი ფრთები. მე ვარ პეპელა, რომელიც აბლაბუდის ქსელში არასდროს გაებმება. სიტყვა ქორწინება არ იყო ჩემი მიზნების ნაწილი. მაგრამ ეს კაცი მოვიდა და არც უცდია ჩემი შეცვლა. მან ჩემთან ერთად დაიწყო ხტომა, სიარული, არ არის შეშინებული ჩემი გამბედაობით, ჩემი კარიერითა თუ ჩემი სიგიჟით (კი, მე გიჟი ვარ და მე მიყვარს ეს). ის მიღებს მე ასეთს და მაიძულებს ვიგრძნო თავი დაცულად, ვუყვარხარ და პირველი ყოველთვის ჩემზე ფიქრობს.
ჩვენ ორი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოვრობდა LA- ში. (ამიტომ უნდა იმოგზაუროთ თქვენი ქვეყნის გარეთ), მე ის არ შემიმჩნევია, რადგანაც ჩემ "ყავისფერ ტიპებში", მაგრამ მან შემამჩნია. ბიჭი, რომელიც იმაზე მიგადევნინებს, რას მას სურს, ყოველთვის მიმზიდველია ნამდვილი ქალისთვის. ის თანხმობა, რომელიც მე მას მივეცი ჩვენი ურთიერთობისას, იყო საუკეთესო თანხმობა, რაც კი ოდესმე მითქვამს. მოუთმენლად ველი ახალ თავგადასავლებს ნიკო. მადლობა ატლანტა ჯაზზ ფესტივალ-ს, რომ დაეხმარა ჩემ მორცხვ ბიჭს ეს მოეფიქრებინა", - წერს ნიკ უესტი.
წყვილი ერთმანეთს უკვე 2 წელია ხვდება. პირველად ნიკოლოზმა ნიკი საქართველოში ნახა და გაიცნო, როცა მომღერალი "ისთერნ პრომოუშენსის" მოწვევით კონცერტს ატარებდა. ნიკა აშშ-ში კალიფორნიის უნივერსიტეტში მუსიკის ინდუსტრიის მართვას სწავლობს. ის ლეგენდარული ჯგუფის, ქუინსი ჯონსისასევე "ისთერნ პრომოუშენსის" გუნდის წევრი და კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შვილი გახლავთ. ნიკა კანდელაკის შესახებ "დრონი.ჯი"-ს ინტერვიუ შეგიძლიაღ იხილოთ აქ.
კომენტარი