ოქროსა და ბრილიანტის თოჯინები და ვარსკვლავების შვილების ყველაზე ძვირადღირებული სათამაშოები
ბიონსე და ჯეიზი ყველაზე გულუხვი მშობლების ტიტულის მფლობელები არიან. ისინი ორი წლის ქალიშვილ ბლიუ აივის სიამოვნებისთვის მილიონებს ხარჯავენ. დაბადებისთანავე გოგონამ მიიღო ბარბის 80 ათას დოლარად ღირებული თოჯინა, რომელსაც მოყვა ბრილიანტით გაწყობილი კაბები. შვილის პირველი წვეულება კი მომღერლებს 100 ათასი დალარი დაუჯდათ, მხოლოდ ტორტი 2500 დოლარი ღირდა.
2,5 წლის იუბილეზე ბლიუ აივიმ საჩუქრად მიიღო საქანელა ცხენი, რომელიც სუფთა ოქროსგან გახლავთ დამზადებული და იმდენად დიდი ზომისაა, რომ გოგონა მასზე დაჯდომას ახერხებს. ასევე საბავშო სკამი რომელიც სვაროვსკის თვლებითაა მოჭედილი, ბრილიანტებით მორთული საბავშვო აბაზანა და საკუთარი სათამაშო მოედანი, რომლის ღირებულებაც ერთი მილიონი დოლარია.
ტომ კრუზი და კეიტი ჰოლმსი - პატარა სური კრუზის აღზრდის მეთოდი ფსიქოლოგების განხილვის თემაა, ამბობენ, რომ ამ ბავშვს მოზრდილ ასაკში ცხოვრება გაუჭირდება, მაგრამ მშობლები თავისას არ იშლიან და გოგონა პირველივე თხოვნისთანავე იღებს ყველაფერს რაც სურს. სახლი ხეზე, რომელიც მშობლებს 100 ათასი დოლარი დაუჯდათ, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მისთვის ექსკლუზიურად ქმნიან სამოსს, 4 წლის ასაკიდან გოგონას საკუთარი საკრედიტო ბარათი აქვს. აღსანიშნავია, რომ როგორც კი სურის მშობლებმა საკუთარი ანგარიშიი გაუხსნეს, პირველი რაც მან საკუთარი ფულით გააკეთა, ეს იყო მშობლების რესტორანში დაპატიჟება.
ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ენტონის ტყუპები მაკსი და ემა დაბადებიდან ბრილიანტებით თამაშობენ.
მერაია ქერისა და ნიკ კენონის ტყუპები მოროკკანი და მონრო ფუფუნების ყველა ატრიბუტით არიან უზრუნვლყოფილი. ბრილიანტები მათთვის დაბადებიდანვე ძალიან ახლობელი ნივთებია. ორივე ბავშვს 20 ათას დოლარად ღირებული საკუთარი ეტლი ყავს, ასევე სათამაშო ფერარი, მინი პიანინო, უზარმაზარი სათამაშო საგნები და სხვა ძვირადღირებული ნივთები.
5 შვილის მამამ, რეპერმა პი დიდიმ საკუთარ ვაჟს ჯასტინს 16 წლის იუბილეზე 350 ათას დოლარიანი მაიბაჰი აჩუქა, დაბადების დღე კი პრესტიჟულ კლუბში გადაუხადა, სადაც იუბილარისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავები მღეროდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯასტინი ფულით გაფუჭებული ბიჭი არ გახლავთ, მან საკუთარი ანგარიშიდან 10 ათასი დოლარი ჰაიტიში მიწისძვრით დაზარალებულებს გადაურიცხა.
მომღერალი ადელი ვარსკვლავური გამოხტომებით არ გამოირჩევა თუმცა საკუთარი ვაჟის, ანდჟელოსთვის ისიც მფლანგველია. ბავშვის ოთახში სინათლისა და მუსიკალურ აპარატურაში ადელმა 54 ათასი დოლარი დახარჯა, ანჯელოს საყვარელი სათამაშო თაგუნა კი რომელიც ანტიკვარია 7,5 ათასი დოლარი ღირს.
სანდრა ბალოკი ნაშვილებ ბიჭუნას სახელად ლუისი ყველანაირ კომფორტს უქმნის. 2 წლის იუბილეზე ბავშვმა საჩუქრად მიიღო 14 ათას დოლარად შეფასებული ნახატი.
აიშვარია რაი და აბხიშეკ ბაჩჩანი - შვილისთვის ფული არ ენანებათ არც ინდოელ კინოვარსკვლავებს. დაბადებისთანავე აიშვარიამ ქალიშვილს დუბაიში ბინა აჩუქა, 2 წლის ასაკში მინი კუპერი, 3 წლის აარადხიას მამამ აუდი ა8 უყიდა, ავტომობილის მარკა შემთხვევით არ შეურჩევია, მათ ოჯახში ხომ ყველას სახელი ა ასოზეიწყება.
კომენტარი