„გუშინ გასკდა კანალიზაციის მილი, დღეს ამ ჭაში ჩავარდნილა მეხორცე რომელსაც ხბო ეჭირა ხელში“
ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი ნიკა მემანიშვილი ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
ამ წუთებში ვიმყოფები ყოფილი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ადგილობრივმა მოვაჭრებმა მითხრეს გუშინ გასკდა კანალიზაციის მილი, ორი დღეა ურეკავენ მერიის შესაბამის სამსახურებს და არავინ ინტერესტება.
დღეს დილით ამ ჭაში ჩავარდნილა მეხორცე რომელსაც ხბო ეჭირა ხელში. ამან გადამარჩინაო სიმწრის სიცილით მეუბნება ეს პიროვნება.
სწორედ ამ წუთში ქალბატონიც ჩავარდა გაჩვენებთ ფოტოს.
ნარმანიას სძინავს? სანამ ვინმე არ შეეწირება არავინ მიაქცევს ყურადღებას???
კომენტარი