საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება არ აქვთ.
სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო წუხს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის წარუმატებელი გამოსვლის გამო და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს წარმატებული ასპარეზობისთვის.
რაც შეეხება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებულ ბრალდებებს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას ნუ გამოიყენებენ იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად.
კომენტარი