გლდანში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ქალი გადმოვარდა
მრავალსართულიანი კორპუსის მე-7 სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გლდანში მოხდა, ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი