"ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე" - მოკლული ლევან დადუნაშვილის დედის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ
ხორავას
ქუჩაზე მოკლული
არასრულწლოვანი ლევან
დადუნაშვილის დედის პირველი კომენტარი
განაჩენის გამოცხადების
შემდეგ:
„ადამიანი
რასაც აკეთებს ყველაფერს თავისთავის აკეთებს, ეს ბრძენი ადამიანის სიტყვებია, ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე. საერთოდ ვთვლი რომ ხორავას ტრაგედია არანაირად არაა პოლიტიკური, ეს არის ტრაგედია და ვთვლი, რომ მას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე, აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ, ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება, თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს.“- განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ.
შეგახსენებთ,
რომ სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე, სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე მიუსაჯა.
კომენტარი