კეიტ სმიტი: საქართველოს თავდაცვითი იარაღი უნდა მივაწოდოთ
სტრატეგიისა და საერთაშორისო ცენტრის ექსპერტ კეიტ სმიტის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღი აუცილებლად უნდა მიაწოდოს.
"ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საქართველოს თავდაცვითი იარაღი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც ფრანგებმა რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის მზადყოფნა გამოაცხადეს, რამდენიმე რუსმა გენერალმა თქვა, რომ ახლა საქართველოს აღება რამდენიმე დღის ნაცვლად რამდენიმე საათში შეგვეძლებაო. რაც შეეხება ევროპას, საქართველოს საკითხში მეტი აქტიურობა და პოზიციის გამოხატვა მართებს", - განაცხადა სმიტმა.
სმიტის თქმით, რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი, საქართველოსთან უნდა მოაგვაროს.
"ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? არის ბრალდებები რომ ამის უკან რუსები დგანან და ჩვენ ვიცით რომ იყო რამდენიმე მცდელობა რუსეთის დაზვერვის მხრიდან დესტრუქციული მოვლენების განხორციელებისა საქართველოში. მათ შორის სავარაუდოდ პრეზიდენტის შეცვლის მცდელობის ჩათვლით. ჩვენ გვჭირდება მეტი ადეკვატური აქტივობა და მეტი საჯაროობა. მეორე ბერკეტი რომელიც ჩვენ გვაქვს ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციია. რუსეთს სურს წევრობა და ჩვენ ვუთხარით რუსებს, რომ მან ეს საკითხი საქართველოსთან უნდა მოაგვაროს. ვფიქრობ ეს ბერკეტი ღიად უნდა გამოვიყენოთ", - განმარტა სმიტმა.
კომენტარი