საავადმყოფოდან გაწერეს ბავშვი, რომელიც კანის გარეშე დაიბადა
ტექსასის ბავშვთა საავადმყოფოდან 10 თვის ჯაბარ გრეი გაწერეს, რომელიც კანის გარეშე დაიბადა. ის ექვსი თვის განმავლობაში იწვა პედიატრიულ განყოფილებაშიო და ამ დროის მანძილზე ბევრი რთული ოპერაცია გადაიტანა, მათ შორის კანის რამდენიმე ტრანსპლანტაცია.
ჯაბარს, სხვა მრავალ რთულ ქირურგიულ ჩარევასთან ერთად, რამდენიმე საექსპერიმენტო ოპერაციაც ჩაუტარდა. ამ თემაზე სიუჟეტი ტელეკომპანია FOX26-მა მოამზადა. რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ პატარა ბიჭუნა ექვსი თვის განმავლობაში საავადმყოფოში ცხოვრობდა და ურთულეს პროცედურებს გმირულად უძებდა.
"ამ პატარა არსებას საოცარი ძალა ჰქონია, ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც ჩემმა ბიჭუნამ ისეთ რაღაცეებს გაუძლო, რასაც ზრდასრულიც ვერ მოერეოდა. ის ახალი წლის პერიოდში დაიბადა და სხეულის ძირითად ნაწილზე კანი არ ჰქონდა, ცოტა ხანში ფრჩხილები დასცვივდა და ხელები სხეულზე ეწებებოდა. ჯერ ყველაფერ არ დასრულებულა, ჩემს პატარას კიდევ მოუწევს ხანგრძლივი მკურნალობა და პერიოდულად ქირურგების ჩარევაც, თუმცა ახლა ის სახლშია და ეს ფაქტი ყველაზე მეტად მახარებს" - აღნიშნა ჯაბარის დედამ.
მიუხედავად იმისა, რომ პატარას ჯანმრთელობაზე პროფესიონალი ქორურგების დიდი ჯგუფი მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს, ჯაბარს ოფიციალური დიაგნოზი ჯერაც არ აქვს დასმული. ექიმები ჯერ კიდევ ვერ პოულობენ პასუხს კითხვაზე - რატომ დაიბადა ბიჭუნა თითქმის კანის გარეშე.
კომენტარი