კილაძის შვილის დაკავების ვიდეო-კადრები
„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს,“ - ისმის თვითმხილველის ხმა ვიდეოჩანაწერში, რომელის "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა დღეს გაასაჯაროვა. ჟურნალისტის განცხადებით ეს ვიდეომასალა მას ერთ-ერთმა მოწმემ მიაწოდა, რომელიც მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავებას შეესწრო. მოწმის განცხადებით, მან სამართალდამვცელებს არაერთხელ მიმართა თხოვნით, ჩხრეკას დასწრებოდა, რაზეც უარი მიიღო. ვიდეოში ისმის თავად ბრალდებული დავით ხარშილაძის ხმაც, რომ მას ნარკოტიკი არ აქვს.
კომენტარი