დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 11 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით წმინდა სინოდის სხდომა შედგება. ეს ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დაუდასტურა.
სინოდის განსახილველ საკითხთა შორის უმთავრესი, პარლამენტის მიერ რელიგიური უმცირესობების შესახებ მიღებული კანონი იქნება. ამის შესახებ დღეს სამების საკათედრო ტაძარსა და მეტეხის ხიდთან შეკრებილი სასულიერო პირებიც საუბრობდნენ.
სხდომაზე განხილული იქნება სხვა საკითხებიც.
კომენტარი