სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე ბევრი სვირინგის მქონე მამაკაცი პრეზიდენტობას აპირებს (ფოტო)

Facebook-ის საინიციატივო ჯგუფმა ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად მსოფლიოში ყველაზე ბევრი სვირინგის მქონდე ადამიანი, ვლადიმირ ფრანცი დაასახელა. თავად ფრანცი კი თაყვანისმცემლების იდეას სიამოვნებით დაეთანხმა.

ეს ადამიანი მარეხუანას ლეგალიზებას მოითხოვს და არგუმენტად შემდეგი მიზეზი მოჰყავს: „მაგალითად მარილს ადმიანის ჯანმრთელობისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე მარეხუანას, ამიტომ მე და ჩემი თაყვანისმცემლები მარილის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეს აღვძრავთ!“

ფრანცი 1959 წელს პრაღაში დაიბადა. მისი სახე მთლიაანდ, სხეულის 90 პროცენტი კი სვირინგებით არის დაფარული.

ამ დროისათვის მამაკაცი პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. ეს უკანასკნელი საკმაოდ პერსპექტიული და პოპულარული კომპოზიტორიც გახლავთ. 53 წლის ასაკში მან იურისპრუდენციაში სადოქტორო დისერტაციის დაცვაც შეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100