სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთის ერთ-ერთ ოფისში გოგონა კომპიუტერის სკამის აფეთქებამ შეიწირა (ვიდეო)

ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ჩინეთის ერთ-ერთ ოფისში კომპიუტერთან, სპეციალურ სკამზე მჯდარმა 20 წლის ლიუმ სკამის სიმაღლის შეცვლა გადაწყვიტა. როგორც კი შესაბამის სახელურს დააწვა, სიმაღლის შეცვლის მარეგულირებელი პნევმატური მოწყობილობა გასკდა და სავარძელი ნაწილებად დაიშალა. მასზე მჯდარი გოგონას სხეულში სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა უამრავი მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩინეთში ეს ამ კატეგორიის პირველი ტრაგედია არ არის: როგორც სტატისტიკა მოწმობს, მხოლოდ მიმდინარე წელს საოფისე სკამის მიზეზით ქვეყანაში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა და შვიდივე შემთხვევაში მიზეზი პნევმატური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100