პედაგოგების აქცია თბილისში
51-ე საჯარო სკოლასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. პედაგოგიური კოლექტივი სკოლის დირექტორ დავით ლაგვილავას თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს.
ისინი ასევე გასული წლის ივნის-ივლისში სკოლაში ჩატარებული აუდიტის დასკვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, აღნიშნული დასკვნა მიკერძოებულია და სკოლაში არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამება.
კომენტარი