"დავწვათ ყვითელი მარშუტკები, მეტრო მოიხოდოს, ტრამვაი...ესეთი უმანქანო ქალაქი გაასწორებდა" - გიორგი მახარაძე კალაძის განცხადებას ეხმაურება
"პირიქით ორი დღე შეიძლებოდეს და დანერჩენი არა ვინც მუშაობს იმათთვის გამოყოფილი იყოს ტრანასპორტი, ოჯახში ერთ მანქანაზე მეტი არ იყოს საჭირო, ბავშვებისთვისაც სკოლაში ტრანსპორტირება დალაგდეს, ბევრი პარკები გაკეთდეს, ტბები, ბევრი გამწვანება და ა.შ...
დავწვათ ყვითელი მარშუტკები მეტრო მოიხოდოს, ტრამვაი, რომელიც მთელ ქალაქში იმოძრავებს, ველოსიპედის გზები გაკეთდეს ყველგან, გარდა იმისა რო სამსახურში და პროდუქტზე სიარულს ვერ ახერხებს დღეს ხალხი და კიდევ მესმის რომ ბევრი პრობლემა იქმნება მანქანების შეზღუდვის გამო, მაგრამ დანარჩენი რა ეკოლოგიურ და მშვიდ მდგომარეობაშიც არი ქალაქი არ მოგწონთ?
ესეთი მშვიდი და სუფთა და წყნარი რო იყოს თბილისი არ გინდათ? ძააააან კაია გარეთ აი ძააან, ამ დანერვოზებულ ქალაქს თუ ესეთი სიმშვიდე ეღირსებოდა ოდესმე ვერ ვიფიქრებდი(ცუდი გამომწვევი მიზეზით მაგრამ მაინც) და ამის ნახევარი მაინც რო შენარჩუნდეს კოროს მერე ეგეც საქმეა...
ძააან ღრმად ნუ წახვალთ ეხლა, ისე უბრალოდ, ყველაფერი კარგად რო იყოს, ესეთი უმანქანო ქალაქი გაასწორებდა, მეტი არაფრის თქმა არ მინდოდა და არც მიგულისხმია რამე". - ასე ეხმაურება კახაკალაძის განცხადებას მსახიობი გიორგი მახარაძე ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას აკრძალული იქნება ავტომობილებით მოძრაობა, რადგან, მისი თქმით, ეს სასარგებლო იქნება გარემოსთვის.
კომენტარი