სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ასეთი იყო 2017 წელი" - აი რას წერს ნინიკო ნაცარიშვილი

"ასეთი იყო 2017 წელი" - წერს ნინიკო ნაცარიშვილი და ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ადვილი დასადგენია, რომ კარგი წელი არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მოდელი საზოგადოების განხილვის ობიექტად იქცა და არაერთ ჭორშიც გაეხა. ნინიკო ლევან ჯიბღაშვილზე იყო დანიშნული, თუმცა მალევე სკანდალით დაშორდნენ. არაერთი ჭორი დადიოდა წყვილის გარშემო. ჯერ კიდევ სექტემბერში "დრონი.ჯი"-ს სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნინიკომ ლევანი თურქი ბიზნესმენის გამო მიატოვა.

ამბობდნენ იმასაც, რომ ამის შემდეგ ლევანი ნაცარიშვილს ბათუმის ბულვარში ფიზიკურადაც გაუსწორდა. ბოლოს ჯიბღაშვილმა "ნანუკას შოუში" განმარტა: "ამ ადამიანმა ჩემს ზურგს უკან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადაედგა და ამიტომ დავამთავრე მასთან ურთიერთობაო". მალევე ნინიკომ ლევანს სტატუსით უპასუხა: "სამწუხარო ფაქტია, რომ კანონის ძალა ყველასათვის ერთნაირად არ მოქმედებს. ეს მოლაპარაკე ე.წ მსახიობი კი უკანასკნელი უნდა იყოს, რომელიც საერთოდ ძალადობაზე და კანონზე ხმას ამოიღებს. მე და ინტრიგა შორს, თორემ..", - წერდა ნინიკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100