სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეხუთე კოლონა უკვე დაუფარავად მოქმედებს პოლიტიკასა და საპატრიარქოში

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა.

"ბენდუქიძემ ააღორძინა გაფარჩაკებული აგრარული უნივერსიტეტი და ავტორიზაციას უჩერებენ... უგულავამ - რომ არ ღირსებია ისე გაალამაზა, გაასუფთავა და განავითარა თბილისი და დაჭერას უპირებენ... ახალაიამ გაგვათავისუფლა ქურდული სამყაროს ბატონობისგან და კაციჭამიად გამოჰყავთ... ვანომ დაგვავიწყა დანაშაული, ყაჩაღობები და ქურდობები და თავად არის დამნაშავეო ქადაგებენ... მიშამ წუმპედან ამოიყვანა ქვეყანა და საქართველოს დამანგრევლად აცხადებენ...

სამაგიეროდ ათავისუფლებენ აფრასიძეებს... ჩახალიანებს... სხვადასხვა ჯურის პირსისხლიან დამნაშავეებს... კანონიერ ქურდებს, რომელთა რიგებს უკვე ახლად ნაკურთხი ქურდებიც ავსებენ... აღაზევეს ყველა ჯურის მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი... ზარ-ზეიმით ბრუნდებიან კოტოვანები და ხაბურძანიები... მეხუთე კოლონა უკვე დაუფარავად მოქმედებს როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურასა და საპატრიარქოში... პუტინი "ბრძენ ადამიანად" გამოცხადდა... თბილისში აფხაზეთს რომ დამოუკიდებლობა მიულოცა ის რუსი მუსიკოსი მართავს კონცერტს... კრემლში ისევ ლაქიებივით ვულოკავთ ფეხებს...

ეს სად ვცხოვრობთ???? ეს რა ეპოქაა??? " - წერს გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100