52 წლის ნიკოლ კიდმანი ორსულად არის - ყვითელი პრესა ბავშვის მამის რეაქციას განიხილავს
უცხოური პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის, 52 წლის მსახიობ ნიკოლ კიდმანის ორსულობაზე ალაპარაკდა.
კიდმანს ამჟამად ოთხი შვილი ჰყავს - ორი ნაშვილები, ორი კი საკუთარი. როდესაც ნიკოლი და ტომ კრუზი მეუღლეები იყვნენ, ორი ბავშვი სწორედ მაშინ იშვილეს, რადგან ტომს არ შეეძლო საკუთარი შვილის ყოლა. ორი კი მას შემდეგ შეეძინა, რაც მომღერალ კიტ ურბანს გაჰყვა ცოლად.
ნიკოლმა და კიტმა ერთმანეთი 2005 წელს გაიცნო და ერთ წელიწადში ისინი შეუღლდნენ. მათი ქორწინება ამ ეტაპზე ყველაზე მყარია სხვა წყვილებთან შედარებით მთელს ჰოლივუდში. მათი საერთო შვილები 11 და 8 წლისანი არიან. უფროსი თავად ნიკოლმა გააჩინა, ხოლო უმცროსი სუროგატი დედის დახმარებით იყოლიეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაბოლარა თავად ნიკოლს არ გაუჩენია, უცხოური პრესა ირწმუნება, რომ მსახიობი ბავშვს ელოდება და ის ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით დაორსულდა. პროცედურა პირველივე ცდაზე წარმატებით დასრულდა და ნიკოლი ჯერ პირველ ტრიმესტრშია. როგორც გაირკვა, კიტ ურბანი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა, რადგან მეგობრები გამუდმებით იმაზე ლაპარაკობენ, თუ როგორი ბედნიერია ბოლო დროს მომღერალი.
კომენტარი