ნინო ბურჯანაძე: "რუსთაველიდან ფეხს არ მოვიცვლით!.."
"სახალხო კრებამ" რუსთაველის გამზირზე დარჩენა გადაწყვიტა. ჩიტაძის ქუჩასთან და ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინ აქტივისტებმა რკინის ბარიერები აღმართეს.
განცხადება იმის შესახებ, რომ რუსთაველზე დარჩებოდნენ, ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, აქ ყოფნის უფლება მათ კანონიერად ჰქონდათ მოპოვებული და დაშლას არ აპირებენ. "აქედან ფეხს არ მოვიცვლით!", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ცოტა ხნით ადრე კი ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველზე აქცია გაგრძელდება და რომ "ხელისუფლება ხვალ აღლუმს ვერ ჩაიბარებს".
ამავე დროს, განცხადება გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. ისინი აცხადებენ, რომ აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობა არ გადაიხედება და ის ხვალ აუცილებლად ჩატარდება.
კომენტარი