სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აქსისის“ პორტფელში 38 დასრულებული კომპლექსი და 15 მიმდინარე და ახალი პროექტია

დეველოპერულმა კომპანია „აქსისმა“ მედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტური გამართა, რომლის ფარგლებშიც ტელე-რედიო კომპანიების, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ კონკრეტულად გაცნობოდნენ „აქსისის“ მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.

„აქსისის“ გენერალური დირექტორის გიორგი კაპანაძის მეგზურობით მედიის წარმომადგენლებმა თბილისში მდებარე რამდენიმე დასრულებული და მშენებარე ობიექტი მოინახულეს.

გასული წლების შეჯამებისას გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე „აქსისს“ გამოარჩევს დაგროვილი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომებისადმი და მშენებლობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვისადმი ერთგულება. „სწორედ გამოცდილებამ და ამ მთავარი კომპონენტებისადმი ერთგულებამ მისცა ჩვენს კომპანიას იმის საშუალება, რომ ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, გადაურჩა დეველოპერულ ბაზარზე 2008 წლის შემდგომ განვითარებულ კრიზისს და შეძლო პრაქტიკულად წარმოუდგენელი - შეფერხებული პროექტების განახლება და ამასთან ერთად რამდენიმე მსხვილი, მათ შორის მეგა-პროექტის წამოწყება. „აქსისი“ 18 წლიან ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ 38 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ხოლო 15 მიმდინარე და ახალი პროექტის დასრულება 2017-2018 წლებში იგეგმება. პრაქტიკულად, „აქსისი“ საქართველოში ერთადერთი მსხვილი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც გადალახა სამშენებლო ბაზარზე შექმნილი კრიზისი და პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ მედია-ტურის მონაწილეებთან საუბრისას.

კომპანიის სადღეისოდ არსებული პორტფელი პირობითად შეიძლება სამ ძირითად კატეგორიად დაიყოს: 2008 წლის კრიზისამდელი, პოსტკრიზისული და ახალი პროექტები.

2008 წლის კრიზისამდე „აქსისმა“ ააგო 18 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 10 სხვადასხვა მისამართზე. ესენია: პეტრიაშვილის 28 (1 კორპუსი); პეტრიაშვილის 25 ( 3 კორპუსი); არაყიშვილის 14 (1 კორპუსი); არაყიშვილის 16 (1 კორპუსი); თამარაშვილის 13 (3 კორპუსი); მცხეთის 17 (1 კორპუსი) და ყაზბეგის 24 (8 კორპუსი).

პოსტკრიზისულ პერიოდში 8 სხვადასხვა მისამართზე დასრულდა 20 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ესენია: საირმე პალასი (1 კორპუსი); კედიას 10 (1 კორპუსი); აბაშიძის 34/36 (2 კორპუსი); ჭავჭავაძის 75 (2 კორპუსი); ჭავჭავაძის 49 (1 კორპუსი); კარტოზიას ქუჩა (2 კორპუსი); პალასი 1 (7 კორპუსი) და პალასი 2 (4 კორპუსი).

„აქსისის“ მენეჯმენტში აცხადებენ, რომ კომპანიას იმთავითვე სრულად ჰქონდა გააზრებული მომხმარებლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და ბაზარზე სიძნელეების შექმნის დღიდანვე ეტაპობრივად, სტაბილურად ახდენს ყველა ნაკისრი ვალდებულების სისრულეში მოყვანას.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, პოსტკრიზისული პერიოდის მშენებლობებიდან 2017-2018 წლებში „აქსისი“ უკლებლივ ყველა მომხმარებელს დააკმაყოფილებს იგივე პირობებით და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით.

კერძოდ, 2017 წელს „აქსისი“ გეგმავს დაასრულოს შემდეგი პროექტები: კედიას 10 (2 კორპუსი); პალასი 1 (I და VI კორპუსები) და პალასი 2 (IV და VI კორპუსები). 2018 წელს დასრულდება პალასი 1 (VII კორპუსი) და საირმე პალასი (II კორპუსი)

აქსისის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ განახლდა პროექტი - „აქსისი საირმეზე“. ეს იყო უკანასკნელი შეჩერებული ობიექტი და შესაბამისად, მისი განახლებით კომპანია მთლიანად დაასრულებს გასული წლების ვალდებულებების შესრულებას. 2018 წლის შემოდგომისთვის ასევე გაუმჯობესებული პირობებითა და ინფრასტრუქტურით „აქსისი საირმეზე“ პროექტის მობინადრეები სრულად დაკმაყოფილდებიან.

მედია ტურის მონაწილეები ასევე გაეცნენ იმ ახალი პროექტებსაც, რომელთაც „აქსისი“ 2017-2018 წლებში განახორციელებს. მათ შორისაა „აქსის პალასის“ სავაჭრო ცენტრი, სადაც სულ მალე გაიხსნება საქართველოში მოქმედი ჰიპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის ფილიალი და 10 000 მ2 ფართობის ავტოსადგომი. ამავე პერიოდში დასრულდება კარტოზიას ქუჩის პროექტი (III კორპუსი, ჭავჭავაძის 75 (III და IV კორპუსი) და წინამძღვრიშვილის პროექტი (I და II კორპუსი).

ამ ობიექტების უმეტესობაზე „აქსისი“ სახლის მართვის კუთხით, საქართველოს რეალობაში უპრეცედენტო მომსახურების, - კონსიერჟის სერვისის დანერგვას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100