N18 სამკურნალო დაწესებულებიდან სასჯელის მოხდის ადგილებზე 27 პატიმარი გადაიყვანეს
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს. 2012 წლის 20 სექტემბერს პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა N8 დაწესებულებაში იქ არსებული ვითარების შესასწავლად. პატიმრებმა გასაუბრებისას განაცხადეს, რომ უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ამავდროულად პროტესტს და აღშფოთებას გამოთქვამდნენ მათ მიმართ N8 დაწესებულებაში სხვადასხვა დროს განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და ითხოვდნენ დამნაშავე და მოძალადე პირების დასჯას. ამასთანავე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პატიმრების თხოვნაა, დღე-ღამის განმავლობაში არ გაუთიშონ რადიოები და ერთმანეთს მოუწოდებდნენ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. N8 დაწესებულებაში 20 სექტემბერს საღამოს და ღამის საათებში ვითარება ექვემდებარებოდა კონტროლს.
N8 დაწესებულების ირგვლივ შეკრებილი პატიმრების ოჯახის წევრების განმარტებით, 20 სექტემბერს დაწესებულების ტერიტორიიდან გავიდა რამდენიმე ე.წ. „ეტაპის მანქანა“, რამაც გამოიწვია ოჯახის წევრთა გაურკვევლობა, თუ სად მოხდა პატიმართა ეტაპირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 20 სექტემბერს მოხდა პატიმრების გადაყვანა არა N8 დაწესებულებიდან, არამედ, N18 სამკურნალო დაწესებულებიდან სასჯელის მოხდის ადგილებზე. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აქვეყნებს N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ სიას ა/წ 20 სექტემბერს გადაყვანილ პატიმართა თაობაზე, იმ დაწესებულებების მითითებით, სადაც აღნიშნული პატიმრები იქნენ ეტაპირებულები:
1. გიორგი ბორისის ძე მ. დაბ. 1985 წ. - ქუთაისის N2 დაწესებულება
2. თამაზ ენვერის ძე ღ. დაბ. 1981 წ. - გეგუთის N14 დაწესებულება
3. ენუქი გივის ძე შ. დაბ. 1986 წ - გეგუთის N14 დაწესებულება
4. გოჩა ჯანიერის ძე ლ. დაბ. 1984 წ. - გეგუთის N14 დაწესებულება
5. ჯანდრიკო ველოდის ძე ჭ. დაბ. 1962 წ - ქსნის N15 დაწესებულება
6. გაიოზ ვახტანგის ძე ხ. დაბ. 1970 წ. - ქსნის N15 დაწესებულება
7. ავთანდილ ივანეს ძე ც. დაბ. 1960 წ. - ქსნის N15 დაწესებულება
8. ბექა როინის ძე ნ. დაბ. 1973 წ. - ქსნის N15 დაწესებულება
9. შოთა შოთას ძე შ. დაბ. 1988 წ. – N19 ტუბდაწესებულება
10. დავით მურმანის ძე შ. დაბ. 1988 წ. – N19 ტუბდაწესებულება
11. გოჩა ანზორის ძე კ. დაბ. 1967 წ. – N19 ტუბდაწესებულება
12. მამუკა ომარის ძე მ. დაბ. 1967 წ. – N6 დაწესებულება
13. გიორგი ჩაყანის ძე ხ. დაბ. 1974 წ. – N6 დაწესებულება
14. მიხეილ გიორგის ძე ფ. დაბ. 1986 წ. – N6 დაწესებულება
15. როლანდ თემურის ძე გ. დაბ. 1987 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება
16. ლევან ლევანის ძე ჭ. დაბ. 1987 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება
17. თეიმურაზ ბიჭიკოს ძე ბ. დაბ. 1968 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება
18. აკაკი ჯემალის ძე ხ. დაბ. 1985 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება
19. მერაბ ზორბეგის ძე კ. დაბ. 1953 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება
20. მერაბ დურმიშხანის ძე მ. დაბ. 1968 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება
21. გიორგი ავთანდილის ძე დ. დაბ. 1985 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება
22. ლევან გარიკის ძე გ. დაბ. 1996 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება
23. დავით დავითის ძე ც. დაბ. 1988 წ. – N8 დაწესებულება
24. გიორგი გოჩას ძე ნ. დაბ. 1987 წ. – N8 დაწესებულება
25. რევი იგორის ძე დ. დაბ. 1979 წ. – N7 დაწესებულება
26. სპარტაკ გარიბალდის ძე ჯ. დაბ. 1971 წ. – N7 დაწესებულება
27. ლევან თაფჩის ძე ც. დაბ. 1974 წ. – N7 დაწესებულება.
კომენტარი