კათოლიკოს-პატრიარქის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით ხმები სოცქსელებში გავრცელდა
განახლებულია - 13:10 სთ
ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორემ თავი შეუძლოდ იგრძნო და დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. პარალელურად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც: მორწმუნეები ერთმანეთს პატრიარქის სახელზე სანთლის ანთებისა და მისი ჯანრთელობისთვის მხურვალე ლოცვისკენ მოუწოდებენ.
ბოლო ინფორმაციით, ხმები პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, არ დასტურდება. საპატრიარქოსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, უწმინდესი და უნეტარესი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და სამების საკათედრო ტაძარში წირვას თავად ატარებს.
კომენტარი