სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აქ მონება ჭკუა არის, ორპირობა - სიბრძნე დიდი“ - აკაკი წერეთლის ლექსი ქართველების ნაკლოვანებებზე

ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ,

მომივლია კიდით-კიდე;

მართლის თქმით და გულწრფელობით

ჭირი ჭირზე გადვიკიდე!

აქ მონება ჭკუა არის,

ორპირობა - სიბრძნე დიდი,

და მას რჩება მოედანი,

ვინც კი არის მეტად ფლიდი!

ცოტა მაღლა ასასვლელად

ძმა ძმას იხდის კიბე-ხიდად;

მშობელს შვილი, შვილს მშობელი,

ქმარს ცოლი ჰსურს გასასყიდად.

აქ თვით სჯული ფარისევლებს

ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად,

ძლიერების საპირფეროდ,

უძლურების მოსაწველად!

მხოლოდ საწყალ მიწისმუშას

არავინ ჰყავს გამკითხავი,

მისი ოფლით თავს იკვებენ,

ქურქად მიდის მისი ტყავი!

ლექსი სრულად იხილეთ ბმულზე: http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0vertwo--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-ru-10---10-ka-50--00-3-help-00-0-00-11-1-1utfZz-8-10-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL1.25.1&d=HASH0100342921eb60b7110f91a4&x=1

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100