როგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?
სმარტფონები ელექტრობაზრის მომხმარებლებისთვის ყველაზე მოხმარებად პროდუქტად რჩება. ყოველწლიურად ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან და მრავალფეროვანი ფუნქციებით დატვირთულ, განახლებულ და მოდერნიზებულ მოწყობილობებს გვთავაზობენ.
პირად ინბოქსში არაერთი წერილი შემოდის იმის თაობაზე, სამსუნგის რომელ სმარტფონს ვურჩევდი მომხმარებლებს. ამიტომაც დღეს შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც გაეცნობით, როგორ ავარჩიოთ სამსუნგის სმარტფონი და რას მივაქციოთ ყურადღება;
მაშ ასე დავიწყოთ:
სმარტფონის შეძენისას უდიდესი ყურადღება გარანტიას ემყარება. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ დაზიანების შემთხვევაში რომელ სერვისცენტრში მოგემსახურებიან, იქნება თუ არა ტექნიკოსი პროფესიონალი ან/და სერტიფიცირებული. თუ სმარტფონის ყიდვამდე ამ საკითხზე არ იფიქრე, შეიძლება მომავალში უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. ბრენდის მწარმოებლები აღნიშნულ თემას სხვადასხვა მეთოდით აგვარებენ; კომპანია სამსუნგი საქართველოში ჰოლოგრამას იყენებს იმისთვის, რომ განასხვავოს ოფიციალური სმარტფონი არაოფიციალურისგან. ჰოლგორამიანი სმარტფონის შეძენისას სამსუნგის 1-წლიან გარანტიას მიიღებ და საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვისცენტრში მოგემსახურება კვალიფიციური კადრი და დაზიანებულ ნაწილებს გარანტირებულად ახალი და ორიგინალი ნაწილით შეგიცვლიან.
ამ ყველაფრის გარანტიას კი სხვა, არაავტორიზებულ სერვისცენტრში ვერ მიიღებ.
ასევე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის და სრულად თავსებადია არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები
მორგებულია საქართველოს ბაზრისთვის და სმარტფონის კომპლექტაციაში გხვდება ჩვენი რეგიონის მიხედვით დამზადებული აქსესუარები (მაგ.: დამტენი)
ასევე, თუ შენს სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამა ნამდვილად აქვს, შენ ავტომატურად ერთვები „Trade-In“ აქციაში. რას ნიშნავს ეს? სამსუნგი ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაცვალოს თავისი ძველი სმარტფონი ახალ Galaxy S10|S10+-ზე. ასევე, სამსუნგი სთავაზობს განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებს თავის მომხმარებლებს; მაგალითად, ამ მომენტისთვის ყველა ოფიციალური პარტნიორის ქსელში ყვითელი Galaxy S10e-ს შეიძენთ სპეციალური ფასდაკლებით განსაკუთრებულ ფასად.
დამატებით, Galaxy S10-ის შეძენისას, ასევე, ვრცელდება ეკრანის დაზღვევის 1-წლიანი გარანტია. აღნიშნული სმარტფონების დაზიანებულ ეკრანს კი ოფიციალური სამსუნგი საჩუქრად გამოგიცვლით.
პირადად ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ თავდაცვის მიზნით სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ. ასევე, დავსძენ იმასაც, რომ მე პირადად 6 წელია, სამსუნგის მომხმარებელი ვარ და სმარტფონებს მხოლოდ კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში ვყიდულობ, რის გამოც არაერთი უსიამოვნო ფაქტი ავირიდე თავიდან.
კომენტარი