სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როგორ მინდა მოგეფერო" 10 წლის შემდეგ

მუსიკალურ პროექტში "ახალი ხმა" ჯგუფ სახის რეპერტუარის გაჟღერებასა და რუსეთში გადახვეწილი ხუჯაძის ქართულ შოუში გამოჩენაზე, დათო ფორჩხიძემ droni.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

დათო ფორჩხიძე: "მე გოგა ხაჩიძისს გამოყვანაც მინდოდა, მაგრამ ის პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და არ გამოვიდა. ძალიან მინდოდა სამივე ერთად ვყოფილიყავთ, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა.

რაც შეეხება დათოს, ის სიამოვნებით მოვიდა. მე და დათო მეგობრები ვართ, ვძმაკაცობთ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ცხოვრობს კონტაქტი არ გაგვიწყვეტია ერთმანეთთან. დამირეკა კიდეც და მითხრა თუ რამეში დაგჭირდები გვერდით მიგულეო. თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო და გაუხარდა ჯგუფ სახის გახსენება. მეც ბედნიერი ვიყავი, პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ გოგა არ იდგა ჩვენს გვერდით, იმედი მაქვს დადგება საქართველოში ის დრო როცა სამივენი ერთად ავალთ ისევ სცენაზე.

ვფიქრობ მეც ხუჯაძემაც და ფორჩხიძემაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევებს მაშინ მივაღწიეთ, როცა ერთად ვიყავით. ძალიან მომენატრა ხუჯაძეც, ხაჩიძეც და მათთან ერთად სცენაზე დგომაც."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100