სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილს 100-მდე დიაგნოზი აქვს, გამორიცხული არ არის ლეტალური გამოსავალიც - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას" ხემძღვანელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს 100-მდე დიაგნოზი აქვს. მარიამ ჯიშკარინიანი მდგომარეობის გაუარსებას და ლეტალური შედეგის დადგომას არ გამორიცხავს. მისი თქმით, აღნიშნული დიაგნოზები არა თუ სასჯელის გადავადების, არამედ სასჯლეისგანგათვაისუფლების საფუძველია.

დიაგნოზები არის ძალიან ბევრი. ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ალბათ იქნება ასამდე დიაგნოზი, მაგრამ აქ არის, რა თქმა უნდა, წამყვანი დიაგნოზები, რომელიც განაპირობებს მისი ჯანმრთელობის მდგომოარეობის უკიდურესად დამძიმებას და თუკი სასწრაფოდ არ იქნება იგი გადაყვანილი როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობისთვის საზღვარგარეთ, შესაძლებელია, ძალიან დამძიმდეს მდგომარეობა და ლეტალური გამოსავალიც. მე ვერ ჩამოვთვლი ამ დიაგნოზებს, მაგრამ დიაგნოზები გახლავთ იმდაგვარი, რომ საფუძველია სასჯელის არა თუ გადავადები, არამედ სასჯელისგან გათავისუფლების, - თქვა ჯიშკარიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100