სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - "ქართული ოცნების" წევრი სალომე ბარკერს არასრულწლოვანი დის დაღუპვაზე

ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში ჟურნალისტ სალომე ბარკერის დის არასრულწლოვანი გოგოს, დაღუპვის შესახებ დაწერა.

ამ დროისთვის, სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრის პოსტი წაშლილია ხოლო, ნანა კოსტავას თქმით, ჟურნალისტის ოჯახის ტრაგედიის შესახებ "არაფერი იცოდა".

"ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ" - წერს საკრებულოს წევრი.

შეგახსენებთ, რომ კვირას 26 მაისს ლაგოდეხში ტრაგიკულ შემთხვევას 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი ემსხვერპლა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100