სარალიძე პოლიციელებთან დაპირისპირების გამო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლებით დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს
ხორავას
ქუჩაზე მოკლული
მოზარდის დავით
სარალიძის მამის,
ზაზა სარალიძის
დაკავების შესახებ
შს სამინისტრო
განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში
გიორგი გახარიას უწყება განმარტავს, თუ რატომ დააკავეს მოკლული მოზარდის მამა, რომელიც თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას სხვა შვილმოკლულ მამებთან ერთად მართავს.
ზაზა
სარალიძე, რომელიც პირველი დეკემბრის შემდეგ შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს და ამ მოთხოვნით აქციას მართავს, შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებთან დაპირისპირების გამო დააკავეს.
განცხადებაში
ნათქვამია, რომ სარალიძემ სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სარალიძე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლებით დააკავეს.
„რუსთაველის
გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.
"საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით,
პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია,
ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“- ნათქვამია შს სამინსიტროს განცხადებაში.
კომენტარი