სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ჯერ სროლის, შემდეგ კი აფეთქების ხმა გაისმა

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში აფეთქების ხმა გაისმა. აქ დაახლოებით ერთი საათის წინ სროლის ხმა ისმოდა. როგორც სააგენტო Postimees იუწყება, შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული რაზმები გაიგზავნა. ამავე წყაროს ცნობით, დაახლოებით 17 საათისთვის შეიარაღებული მამაკაცი ჯერაც შენობაში იმყოფებოდა.

„ამ წუთებში რა ხდება, ვერაფერს გეტყვით, რადგან შენობაში არ ვარ. ჯავშანჟილეტებიანი პოლიციელები ამოწმებენ, რა ხდება შიდა პერიმეტრზე“, – განაცხადა უწყების ერთ–ერთმა თანამშრომელმა. მისი თქმით, სროლის ხმა პირველ სართულზე მდებარე თავის კაბინეტში გაიგონა, კარი ჩაკეტა და ფანჯრიდან გადაძვრა.

თვითმხილველთა თქმით, შენობიდან ხალხი ევაკუირებულია, პოლიციელებმა კი პერიმეტრს ალყა შემოარტყეს და მოსახლეობას შენობისგან დისტანცირებს მოსთხოვეს. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა კომენტარზე უარი განაცხადა, აღნიშნა რა, რომ ამის გაკეთება პოლიციის პრეროგატივაა.

აფეთქების ხმა კი დაახლოებით 20 წუთის წინ გაისმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში შესულმა შეიაღებულმა პირმა სამჯერ გაისროლა და მძევლად მამაკაცი აიყვანა. მძევლების რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, ერთ–ერთი მათგანის მიხედვით კი შეიარაღებულ პირს სამი მძევალი ჰყავდა აყვანილი.

ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებისა და მისი შედეგების შესახებ. თვითმხილველებზე დაყრდნობით ესტონური პორტალები იტყობინებიან, რომ ათი წუთის წინ, აფეთქების შემდეგ შენობაში ოთხი პოლიციელის თანხლებით სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა.

ცნობილია, რომ ინციდენტის დროს შენობაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი არ იმყოფებოდა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100