სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი იქნება 2015 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?

2015 წელი ჩინური ლურჯი (მწვანე) თხის წელია და თუ ჩინური ტრადიციით თხა არაპრაქტიკულ არსებად მიიჩნევა, დამდეგ წელიწადში მას შეცვლა მოუწევს! პირველ ადგილზე ამ წელს სწორედ პრაქტიკულობა და პრაგმატიზმი იგება, ყველაფერი დანარჩენი კი – მაღალი მატერიები, რომანტიკა, მეოცნებეობა და იდეალიზმი მეორე, ხანდახან კი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.

ვარსკვლავები გირჩევენ, 2015 წელს ნაკლებლად იფრინოთ ღრუბლებში. დაისახეთ რეალური მიზნები, ნურავის დახმარების იმედი გექნებათ და ასეთი მიდგომის არჩევისას პლანეტები თქვენთვის ენერგიულობას, ჟინს, მიზანმიმართულობასა და წარმატების მიღწევისთვის საჭირო ძალებს არ დაიშურებენ. მას, ვინც მხოლოდ სხვების დახმარების იმედზეა, იმედგაცრუება ელოდება. სამწუხაროდ, 2015 წელს ალტრუიზმი პოპულარობით არ ისარგებლებს.

სამაგიეროდ, საქმეები, სადაც ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. უფრო მეტიც, ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ლოგიკა, გულმოდგინება, კონცენტრირების უნარი. კარგი დროა სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, მომავლის დ2015 წელი ჩინური ლურჯი (მწვანე) თხის წელია და თუ ჩინური ტრადიციით თხა არაპრაქტიკულ არსებად მიიჩნევა, დამდეგ წელიწადში მას შეცვლა მოუწევს! პირველ ადგილზე ამ წელს სწორედ პრაქტიკულობა და პრაგმატიზმი იგება, ყველაფერი დანარჩენი კი – მაღალი მატერიები, რომანტიკა, მეოცნებეობა და იდეალიზმი მეორე, ხანდახან კი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.

ვარსკვლავები გირჩევენ, 2015 წელს ნაკლებლად იფრინოთ ღრუბლებში. დაისახეთ რეალური მიზნები, ნურავის დახმარების იმედი გექნებათ და ასეთი მიდგომის არჩევისას პლანეტები თქვენთვის ენერგიულობას, ჟინს, მიზანმიმართულობასა და წარმატების მიღწევისთვის საჭირო ძალებს არ დაიშურებენ. მას, ვინც მხოლოდ სხვების დახმარების იმედზეა, იმედგაცრუება ელოდება. სამწუხაროდ, 2015 წელს ალტრუიზმი პოპულარობით არ ისარგებლებს.

სამაგიეროდ, საქმეები, სადაც ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. უფრო მეტიც, ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ლოგიკა, გულმოდგინება, კონცენტრირების უნარი. კარგი დროა სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, მომავლის დაგეგმვისა და უკვე „დამტკიცებული“ გეგმების რეალიზებისთვის.

საზოგადოებრივი პროცესებისადმი ინტერესი 2015 წელს ნელნელა მინავლდება – მაღალფარდოვანი ლოზუნგები და აბსტრაქტული იდეები ხალხისთვის გაცილებით ნაკლებ საინტერესო იქნება, ვიდრე წინა წლებში. პირველ ადგილზე საკუთარი საქმეები, ინტერესები და გეგმები გადმოინაცვლებს. თუ თქვენ საზოგადო მოღვაწე ხართ, მოემზადეთ, რომ 2015 წელს თქვენი აქტივობის პასუხად ხშირად გარშემომყოფთა გულგრულობას მიიღებთ. თუ ვინმეს მხარდაჭერის მოპოვება გინდათ, გაეცით პასუხი პრაგმატულ კითხვებს: რა სარგებელი ექნებათ ამა თუ იმ ინიციატივიდან და თქვენთან თანამშრომლობისგან თქვენს მომხრეებს, მეგობრებსა თუ პარტნიორებს.

2015 წლის ჰოროსკოპის ყველაზე გამორჩეული შტრიხი – ბუტიაობა და მგრძნობიარობა იქნება. სიტყვებმა თუ ქცევამ, რასაც ადამიანი სხვა დროს ყურადღებასაც არ მიაქცევდა, ამ პერიოდში შეიძლება მტკივნეული დარტყმა მიაყენოს მას. უფრო მეტიც, ვარსკვლავები ადამიანებს თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობების დამალვისკენ უბიძგებენ, ამიტომაც შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, ისე გადაიმტეროთ ვინმე. ამიტომაც დამდეგ წელიწადში ერიდეთ საჩოთირო თემებს, ფრთხილად იყავით კრიტიკასთან და ნურც იუმორის გრძნობის არსებობას მიიჩნევთ კონფლიქტურ სიტუაციებში საიმედო ფარად.

ამ წელიწადში ბევრმა შეიძლება თავი იგრძნოს ნაწყენ ობლად, რომლისთვისაც ცხოვრებამ მხოლოდ ცუდი მხრიდან მოიცალა. ხშირად გაგიჩნდებათ საკუთარი თავის შეცოდებისა და თქვენს პრობლემებში გარშემომყოფთა დადანაშაულების სურვილი. ნუ დაემორჩილებით ამ სურვილს, თორემ მთელი თქვენი ენერგია ფუჭ ჭმუნვას მოხმარდება. აჯობებს გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგი წინაა და თუ გინდათ წარმატება 2015 წელშივე გესტუმროთ, გამოიყენეთ უმცირესი შანსებიც კი, რასაც ვარსკვლავები აუცილებლად არ დაგამადლიან.

წარმატების ოქროს გასაღები 2015 წელს იქნება ისეთი უბრალო და უშუალო უნარები, როგორიცაა მეგობრულობა, მოთმინება, სანდომიანობა და ელემენტარული ზრდილობა. თანაგრძნობის მოპოვებისა თუ თქვენი უფლებების უაპელაციოდ მტკიცებისთვის გარშემომყოფებზე ზეწოლას აზრი არ ექნება. დაგვერწმუნეთ, სასიამოვნო ღიმილი, მშვიდად თხოვნა და სიკეთეზე სიკეთით პასუხისთვის მზადყოფნა აუცილებლად გაგიღებთ ლურჯი თხის გულის კარს, შესაბამისად წარმატებისკენ მიმავალ გზასაც გაგიკვალავთ.

კარიერა, შემოქმედება, ბიზნესი

2015 წელი შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის მეტად წარმატებულიიქნება. ამ წელს დასახული მიზნების შესრულებაში მხოლოდ გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ. მარტისა და აპრილის თვეებში სრულად შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენასა და თქვენი პოტენციალის რეალიზებას. ამავე დროს კი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ.

სხვადასხვა უსიამოვნებები და პრობლემები სამსახურში შეიძლება გამოგიჩნდეთ ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში. სირთულეების უმეტესობა კონკურენტებისა და ფარული არაკეთილმოსურნეებისგან გელოდებათ. 2015 წლის ჰოროსკოპი სექტემბრიდან ოქტომბრამდე პერიოდში მოსალოდნელი მძაფრი კონფლიქტრების შესახებ გაფრთხილებთ. საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ და უნდა გახსოვდეთ, რომ გარემოებების მიუხედავად, ყოველი სიტყვა უნდა კარგად აწონ–დაწონოთ. მით უფრო, რომ წლის ბოლოსკენ ყველა სირთულე და პრობლემა დავიწყებას მიეცემა.

სიყვარული და პირადი ურთიერთობები

2015 წლის ჰოროსკოპის მიხედვით, წლის დასაწყისსში ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა მოუწევს. პირად ურთიერთობებში პრობლემები თებერვლიდან მაისამდე პერიოდშია მოსალოდნელი. ამ უსიამოვნო სიტუაციების შექმნის მიზეზად შემოქმედებითი მისწრაფებების სრულად და თავისუფლად რეალიზებასთან დაკავშირებული გადამეტებული მოთხოვნები და მოლოდინები შეიძლება იქცეს.

2015 წლის ჰოროსკოპი ორ სფეროს აერთიანებს: შემოქმედებითსა და პირადს, რაც უკანასკნელთან კონფლიქტით სრულდება. მეორე მხრივ კი, თუ თავისუფალი ხართ, სწორედ ლურჯი თხის წელს გეძლევათ ცხოვრების ერთგული და საიმედო თანამგზავრის პოვნის შანსი. ასტროლოგები გირჩევენ, სიყვარულის ძებნაზე კონცენტრირება სექტემბრიდან ოქტომბრამდე შუალედში გააკეთოთ, რადგან ამ დროს ვარსკვლავები ახალი ურთიერთობების შექმნას განსაკუთრებით წყალობენ.

მთლიანობაში, 2015 წელი ზოდიაქოს ნიშანთა უმეტესობას სასიყვარულო სფეროში წარმატებასა და სიამოვნებას მოუტანს. გაზაფხულზე შეიძლება თავდავიწყებით შეგიყვარდეთ ვინმე და რომანტიულ ურთიერთობებში თავით გადაეშვათ. თუმცა ეს ურთიერთობა ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება. ნამდვილი, მყარი კავშირების დამყარება მხოლოდ შემოდგომაზეა შესაძლებელი. ამ პერიოდში ვარსკვლავები ოჯახურ წყვილებსაც დაეხმარებიან. მათი შემწეობით, განსაკუთრებით აგვისტოსა და სექტემბერში, თქვენი ქორწინება კიდევ უფრო მტკიცე და ბედნიერი გახდება. 2015 წლის ჰოროსკოპის მიხედვით, ეს პერიოდი ოჯახის გაზრდის დასაგეგმად შესანიშნავი დროა.

ჯანმრთელობა

2015 წელს მოსალოდნელია წვრილმანი დაავადებების აღმოჩენა, რაც, მართალია სერიოზულ პრობლემებს ვერა, მაგრამ დისკომფორტს მაინც შეგიქმნით. ამ წელს ბევრს შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდეს, ამიტომაც მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. მარტისა და აპრილის პერიოდი ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა.

წლის მეორე ნახევარი კი ჯანმრთელობისთვის მეტად სასიკეთო იქნება. უბრალოდ, დაიცავით დღის სწორი რეჟიმი, მეტისმეტად თავს ნუ დაძაბავთ, ნერვულ სისტემას გაუფრთხილდით და კვების ბალანსიც დაიცავით. თუ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, ჯანმრთელობის პრობლემები მეტად აღარ შეგაწუხებთ.

საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები

2015 წელიწადი ბევრი ახალ, საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობას გპირდებათ. ამასთან, ახალი საქმიანი ურთიერთობების უმრავლესობა დროთა განმავლობაში მეგობრობაშიც გადაიზრდება. ძველი მეგობრებიც მუდამ თქვენ გვერდით იქნებიან. ვარსკვლავები მარტისა და მაისის პერიოდში კონკურენტებთან და არაკეთილმოსურნეებთან ურთიერთობის ოდნავ გაუმჯობესებასაც კი გპირდებიან. თუმცა ეს მხოლოდ დახვეწილი დიპლომატიური უნარებისა და მათი მისამართით სიტყვების კარგად აწონ–დაწონის ხარჯზე შეიძლება მოხდეს.

აგვისტოსა და სექტემბერში კი დაგჭირდებათ საუკეთესო მეგობრობა გამოიჩინოთ, რათა ახლობელი ადამიანების ნდობა და მხარდაჭერა უეცრად არ დაკარგოთ. ამ პერიოდში მეგობრებისადმი ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. 2015 წელს გამოჩენილ ახალ მეგობრებში ეჭვს ნუ შეიტანთ, ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ამ წლის ნაცნობების უმრავლესობა ძლიერი და ბრძენი ადამიანი იქნება.

2015 წელი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობებისთვის მთლიანობაში სასიკეთო იქნება. უბრალოდ, ყურადღება დაუთმეთ ნიუანსებს და უსიამოვნებებიდიპლომატიური გზით მოაგვარეთ და თუ მოხერხებულობას გამოიჩენთ, 2016 წელს მეგობართა განახლებული შემადგენლობით შეეგებებით.

2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიქოს ნიშნებისთვის

ჰოროსკოპი 2015 – ვერძი

ვერძებს 2015 წელს ბევრი მუშაობა მოუწევთ, თუმცა მათი ძალისხმევა სამსახურში დაწინაურებით და მათი დამსახურების დაფასებით დაჯილდოვდება. ნუ დამალავთ თქვენს ამბიციებს, მაგრამ ნურც გარშემომყოფების თქვენი ნებისთვის დამორჩილებას მოინდომებთ, რადგან მათი მხრიდან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდებით.

იმუშავეთ საკუთარ თავზე, ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ და ახალი ცოდნისა და უნარ–ჩვევების შეძენის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. 2015 წელს თქვენ მოქნილობისა და ლოიალობის სწავლაც მოგიწევთ. გამოიჩინეთ ეშმაკობა და ყველაფრის შუბლით გატანას ნუ შეეცდებით. პირად ცხოვრებაში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს. თხა სიყვარულით აღსავსე არსებაა, თუმცა ურჩევნია მას აღმერთებდნენ, ვიდრე თავად უყვარდეს, ამიტომაც თქვენც სიყვარულისა და სექსუალური სიამოვნებისთვის მეტი დროის დათმობა მოგესურვებათ. ამას ხელს ვერ შეუშლის გარკვეული არასტაბილურობა საქმიან სფეროში, რომელსაც სასურველი შედეგით მოგვარებისთვის ყურადღება ესაჭიროება. ღირშესანიშნავი მოვლენები წლის მეორე ნახევარში, ზაფხულის შემდეგ მოხდება, თანაც შესაძლოა ერდროულად პირად და საქმიან ცხოვრებაში. გარდა ამისა თქვენ გრანდიოზული საჩუქარი ან ძალიან მსხვილი და მოულოდნელი მოგება გელით.

ჰოროსკოპი 2015 – კურო

კუროებისთვის საკმაოდ რთული წელი დგება, რადგან მათ ცხოვრების ჩვეული წესიდან გადახვევა და საკუთარი თავის ახალ სფეროში გამოცდა მოუხდებათ. სტაბილურობამ, რომელშიც კუროები მთელი 2014 წელი ცხოვრობდნენ, ისინი ცოტა მოშვებულები გახადა, ლურჯი თხა კი კუროებს ენერგიულ მოქმედებას აიძულებს.

შეიძლება ხელმძღვანელობას ან თქვენს დაქვემდებარებულებს დაუპირისპირდეთ, ხოლო ინტერესების სხვაობისა და სურვილებისა და ვალდებულებების შეუსაბამობის მიზეზით წარმოქმნილი შინაგანი კონფლიქტის გამო პრობლემები ოჯახშიც შეგექმნათ. ნუ იქნებით ძალიან ჯიუტი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, თხა არა მხოლოდ ახალი საქმის დაწყების შანსს გაძლევთ, არამედ მის არმატებით გაგრძელებას გპირდებათ. მთავარია აქტიურად იმოქმედოთ და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მარტოხელა კუროები პირადი ცხოვრების აწყობას შეეცდებიან და მათი ძალისხმევა ამაო რომ არ იყოს, ამისთვის მცირედით კმაყოფილების მიღწევა უნდა ისწავლონ. ნუ დაუწყებთ ძებნას პრინცს ან პრინცესას, მიიხედ–მოიხედეთ ირგვლივ, ბედნიერებას სწორედ მათ შორის აღმოაჩენთ, ვისაც დიდი ხანია იცნობდით.

ჰოროსკოპი 2015 – ტყუპები

ტყუპები 2015 წელს შესანიშნავად იგრძნობენ თავს, რადგან თავიანთი თანდაყოლილი არტისტიზმისა და მჭევრმეტყველების გამოყენებას მაქსიმალურად ეფექტურად შეძლებენ.

თქვენ იოლად დაარწმუნებთ გარშემომყოფებს თქვენს განსაკუთრებულობასა და შეუცვლელობაში და ამით სოციალური თუ კარიერული კიბის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლასაც მოახერხებთ. გამოიყენეთ დაგროვილი გამოცდილება, იყავით ბრძენი და დახვეწილი, ეცადეთ გარშემომყოფების შესახებ თქვენი უარყოფითი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ, მით უმეტეს, თუ ამ კონკრეტულ ადამიანებზე თქვენი ბედია დამოკიდებული. 2015 წელს მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ მიუტევოთ ადამიანებს წყენა, საწინააღმდეგო შემთხვევაში თქვენი უადგილო შურისძიება დიდი ხნის შრომით მოპოვებული კეთილგანწყობის დაკარგვას გამოიწვევს. ამის დაშვება კი არ შეიძლება, რადგან 2015 წელს თქვენს მომავალ ტაბილურ კეთილდღეობას ეყრება საფუძველი. ამ წელს გამოჩენილ სიბრძნესა და მახვილგონიერებაზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება მომავალი წლების განმავლობაში. თუ მეორე ნახევარი კიდევ არ გიპოვიათ, მომავალ საყვარელ ადამიანს შესაძლოა ხალხმრავალ გასართობ ღონისძიებაზე ან დასასვენებლად ყოფნის დროს გადააწყდეთ.

ჰოროსკოპი 2015 – კირჩხიბი

კირჩხიბებს მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად 2015 წელს ბევრი შრომა დაჭირდებათ. დაივიწყეთ თქვენი ინფანტილურობა, ნურავის დაუთმოთ იმას, რაც თქვენ გეკუთვნით ან აუცილებელი მანიპულაციების შემდეგ შეიძლება თქვენი საკუთრება გახდეს.

გამოძვერით „ბუნაგიდან“ და დაიწყეთ ადამიანებთან ურთიერთობა – 2015 წელს კავშირები და ნაცნობობა უზარმაზარ სარგებელს მოგიტანთ. ამ წელს გეძლევათ „ოქროს მარაგის“ შექმნის შანსი, რომელიც სიმშვიდეს მოგანიჭებთ, რადგან ფინანსურად დაცულად იგრძნობთ თავს. ამ წელს ნუ მისცემთ თავს შეუმჩნევლად დარჩენის ნებას, მორცხვობა არაფერში გამოგადგებათ. რასაკვირველია, საკუთარ ღირსებებზე ქუჩაში ხმამაღლა ყვირილი საჭირო არ არის, მაგრამ დახვეწილი პრომოუშენი და საზოგადოებაში პოზიციონირება თქვენს კარიერას ძალიან წაადგება.

ოჯახში სტაბილურობის პერიოდი დაგიდგებათ, თუ თქვენი მეუღლე რომელიმე ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელი არ არის – ამ შემთხვევაში სკანდალები და ურთიერთობების მეტად „ხმამაღლა“ რკვევა გელოდებათ. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, 2015 წელს სოციალური სტატუსის შეცვლის იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა თქვენი პირადი ცხოვრება მცირე რომანებით გამრავალფეროვნდეს, მაგრამ ამაზე შორს არ წავა. წლის მიწურულს კი თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი პერიოდი იწყება.

ჰოროსკოპი 2015 – ლომი

ლომებს 2015 წელი პირად ცხოვრებაში მხოლოდ იმედგაცრუებებს მოუტანს, რადგან მათ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში მრავალფეროვნება არ დააკმაყოფილებთ. სასიყვარულო პრობლემებს კი ლომები მატერიალურ საკითხებში წარმატებით აინაზღაურებენ.

ყველა ახალ პროექტს, რასაც საქმიანი პარტნიორები ან ხელმძღვანელობა მოგაწვდით, კბილებით უნდა ჩაეჭიდოთ. ბევრი მუშაობით სულიერ წონასწორობასაც შეინარჩუნებთ და აქამდე თითქოსდა მიუწვდომელ სიმაღლეებსაც მიაღწევთ, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ და არ გადაწყვიტოთ, რომ ეს ყველაფერი ამაოა. 2015 წელს დასვენების დრო არ არის! უფრო მეტიც, არაერთხელ მოგიწევთ საკუთარი პოზიციის დაცვა, რათა გარშემომყოფებმა არ გადაწყვიტონ, რომ იოლი საკბილო ხართ. ნუ მოერიდებით მბრძანებლობის გამოვლინებას და იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ თქვენი ავტორიტეტული ცოდნა აღიარებას იმსახურებს. ბრძოლაში ჩაბმის ნუ შეგეშინდებათ – დაპირისპირებიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოხვალთ. შევაჭრებასაც არ მოერიდოთ, მართალია, ეს არაა მეფური საქმე, მაგრამ თუ საუბარი ხელფასის მომატებას თუ ვინმესგან ლგოტური პირობების „ხელიდან გამოგლეჯას“ ეხება, არაფერი უჭირს, ეს გვირგვინს არ დაგაკარგვინებთ.

ჰოროსკოპი 2015 – ქალწული

2015 წელს ქალწულებს გრანდიოზული წარმატებები ელით, თუ ცვლილებების წინაშე შიშს გადალახავენ. მთავარია, ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თამამად დაიწყეთ პატივმოყვარული გეგმების დაწყობა, თუმცა მათი რეალობაში განხორციელება არ უნდა გააჭიანუროთ. ბევრი ახალი შეხვედრა გელით, რომელთაგანაც რამდენიმე საბედისწეროც კი შეიძლება აღმოჩნდეს. და მართალია, თქვენ ერთი ნახვით შეყვარება არ გჩვევიათ, ერთ-ერთმა ადამიანმა ეს შეიძლება დაგავიწყოთ. გასულ წლებში თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეთ, 2015 წელს კი მიღწეული წარმატებებით არ უნდა დაკმაყოფილდეთ და შედეგები უნდა გააუმჯობესოთ, თუნდაც ამისთვის სამსახურის შეცვლა დაგჭირდეთ. დაუფიქრებლად ნუ იტყვით უარს მომხიბლავ წინადადებებზე. თუ იმიჯის შეცვლა დაგჭირდებათ, თავს ნუ შეიკავებთ, ასე ახალ სიტუაციას უფრო იოლად მოერგებით. ეცადეთ იმდენად გამორჩეული გახდეთ, რამდენადაც ამას საკუთარ თავთან ჰარმონიაში დარჩენის პირობა მოგცემთ.

ჰოროსკოპი 2015 – სასწორი

სასწორებისთვის 2015 წელი საქმიან პარტნიორებთან ან მეორე ნახევართან ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევით დაიწყება. ფინანსურ სფეროში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში სწორედ სულიერი კომფორტის შეგრძნება დაგეხმარებათ.

თქვენ უბრალოდ გადაანაცვლებთ აქცენტებს, რაც საშუალებას მოგცემთ სიტუაციიდან, აქამდე ჩიხურად რომ მიიჩნევდით, არატრივიალური გამოსავალი მოძებნოთ. გამოიყენეთ თქვენი დახვეწილი გემოვნება, მოუძებნეთ ოპონენტებს მათი სუსტი წერტილები და აიძულეთ ისინი თქვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ისწავლეთ საკუთარი პოზიციების დაცვა – 2015 წელს ეს უნარი ისე გამოგადგებათ, როგორც არასდროს. თხას არ უყვარს, როცა ვინმე რთული გადაწყვეტილების მიღებას სხვას აკისრებს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ საქმიანობის სფერო სწორად შეარჩიეთ და მისი შეცვლა გინდათ, თავი ვაჭრობაში მოსინჯეთ – ეს შესაძლოა თქვენი ენერგიის გამოყენებისთვის შესაფერისი სფერო აღმოჩნდეს. ახალი საქმიანობისთვის ხელოვნების ნიმუშებისა და საიუვილერო სამკაულების ნიშები შეარჩიეთ. თუ მარტოხელა ხართ, 2015 წელს შეიძლება პირადი ბედნიერებაც მოიპოვოთ. ყურადღება მიაქციეთ გამორჩეულ და ძლიერ ადამიანებს – მათ თქვენს ცხოვრებაში საიმედო დასაყრდენის როლი შეიძლება შეასრულონ.

ჰოროსკოპი 2015 – მორიელი

მორიელებისთვის 2015 წელიწადი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურობის დროა. თვალსაზრისს ხშირად შეიცვლით, თუმცა საკუთარი სურვილით და საღი აზრით და არა სხვათა გავლენით.

ხშირად გექნებათ დროის უკმარისობის შეგრძნება, რადგან თქვენი ყველა იდეა დაუყოვნებლივ განხორციელებას მოითხოვს. ეცადეთ დრო სწორად გადაანაწილოთ და არც მეგობრებისა თუ ნათესავების დახმარებაზე თქვათ უარი. ეს თქვენს ავტორიტეტს არ შელახავს, პირიქით, თანამოაზრეების შეძენაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო და სექსუალური თვალსაზრისითაც 2015 წელი მჩქეფარე იქნება. საკუთარ თავს ყველაფრის უფლება შეგიძლიათ მისცეთ, რადგან სიტუაციის განმსაზღვრელი თავად ბრძანდებით. თქვენი ინტუიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება, რაც უსიამოვნო სიტუაციების თავიდან არიდების საშუალებას მოგცემთ. გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის კიდევ ერთი მძლავრი იარაღი თქვენს ხელთ აღმოჩნდება – ეს წლის დასაწყისში მიღებული გამოცდილება ან ფარული მანიპულირების მეთოდის შესწავლაა, რასაც 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.

ჰოროსკოპი 2015 – მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის 2015 წელი წარმატებული, მნიშვნელოვანი მოვლენებით და საინტერესო ურთიერთობებით გაჯერებული იქნება. მთლიანობაში, ეს წელიწადი თქვენს შინაგან მსოფლშეგრძნებას ეხმიანება და ამის წყალობით გეძლევათ შანსი, რომ ყველაფერი აქამდე მიუღწეველი და სასურველი თქვენს ხელთ აღმოჩნდეს.

იოლად შეძლებთ გარშემომყოფები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. ნურც სხვათა რჩევებზე იტყვით უარს, წლის დასაწყისში ნაკარნახებმა აზრმა მთელი თქვენი მომავალი შეიძლება განსაზღვროს. თქვენი მჩქეფარე ენთუზიაზმი სრული 100%–ით გამართლდება, თუმცა საეჭვო ავანტიურებში ნუ გაერევით – თუ ხელს რაიმე უკანონოს და უსამართლოს მოკიდებთ, ლურჯი თხა თქვენი დაცვისგან თავს შეიკავებს. თქვენ საკმაოზე ბევრი იდეა გაქვთ, რაც რეალობაშიც ნაყოფიერი აღმოჩნდება, ამიტომ ილუზიებზე და ქარის წისქვილებთან ბრძოლაში დროს ნუ დახარჯავთ. გარშემომყოფები თქვენს სამართლიანობის გრძნობას ენდობიან, ამიტომ ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ობიექტურობა შეინარჩუნოთ თუ სიყვარული აქამდე არ გწვევიათ, 2015 წლის შუა პერიოდში თქვენი მეორე ნახევრის პოვნის შანსი მოგეცემათ. ეძებეთ იგი თანამოაზრეებსა ან კოლეგებს შორის – რაც მეტი გექნებათ საერთო, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, მით უფრო იოლად შეძლებთ ჰარმონიული კავშირის დამყარებას.

ჰოროსკოპი 2015 – თხის რქა

თხის რქებისთვის 2015 აღმავლობის წელია. აქამდე მიუღწეველი მწვერვალები, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, უკვე იოლი დასაპყრობი აღმოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, მოახერხებთ ურთიერთობის მოწესრიგებას ადამიანთან, ვის მიმართაც დიდი ხნის განმავლობაში გაუზიარებელ გრძნობებს განიცდიდით და საოცნებო თანამდებობაზე ან კომპანიაში დაიწყებთ მუშაობას.

თუმცა უნდა იჩქაროთ, თუ საჭირო მონდომებასა და დაჟინებას არ გამოიჩენთ, თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს. გრძელვადიანი გეგმების დაწყობას და სტრატეგიების შემუშავებას თავი დაანებეთ და პირდაპირ იმოქმედეთ. 2015 წელი საინტერესო და ნაყოფიერ თანამშრომლობას გპირდებათ როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში, მხოლოდ არა სიყვარულის, არამედ მეგობრობის მიმართულებით. კონტრაქტების ხელმოწერა, მოკავშირეების შეძენა, პარტნიორებთან ერთად ერთობლივი როექტების განხორციელება – ამ ყველაფერს უამრავი დრო დაჭირდება და მართალია, კარგ შედეგებსაც მოგიტანთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან საქმიან და პირად ცხოვრებაში ჩაფლულს შეიძლება რაიმე სერიოზული დაავადება გამოგეპაროთ. და ბოლოს, როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ სასურველ სიმაღლეზე ასვლა, დასვენების აუცილებლობის შესახებ ნუ დაივიწყებთ.

ჰოროსკოპი 2015 – მერწყული

მერწყულებს 2015 წლის წარმატებულად ქცევისთვის ყველა დაუსრულებელი საქმის ჩამთავრება და კონფლიქტებისგან გათავისუფლება ჭირდებათ. საბოლოოდ უნდა დაშორდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ წინსვლის საშუალებას უსპობენ, ემოციურად აბრკოლებენ და სამაგიეროდ არაფერს აძლევენ.

თუ 2014 წლის ბოლოსთვის ან 2015 წლის პირველ თვეებში ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას მოახერხებთ, თქვენი კარიერა წინ წავა და პირად ცხოვრებაშიც პროგრესი დაფიქსირდება. ლურჯი თხის წელი გახდება საფეხური, რომლის მეშვეობითაც თქვენი სულიერი კომფორტისა და წონასწორობისთვის აუცილებელი სტატუსის მიღწევას შეძლებთ. ნუ იქნებით ინერტული და ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რაც ახლა გაქვთ. რაც უფრო პატივმოყვარული იქნება თქვენი ჩანაფიქრები,სასურველის მიღწევასმით უფრო იოლად შეძლებთ. ბუნების ან ამ ქვეყნის ძლიერებისგან წყალობას ნუ ელით, ყველას, ვისზეც ასე თუ ისე, თქვენი ბედია დამოკიდებული, საკუთარი თავი და თქვენი წარსული დამსახურებები და მიღწევები გაახსენეთ. ისწავლეთ ინტრიგების ხლართვა, შესაძლოა ეს წლის მეორე ნახევარში შურიანი მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგადგეთ.

ჰოროსკოპი 2015 – თევზები

2015 წელი თევზებისთვის საკუთარი თავის შეცნობის წლად შეიძლება იქცეს. პირველ ადგილზე ემოციური სფერო დადგება, თქვენ პირად ბედნიერებას მოიპოვებთ და იმაშიც გაერკვევით, სინამდვილეში რა გჭირდებათ.

ამასთან, მარტო სიყვარულზე არ ჩაიციკლებით, პირიქით, ღია გახდებით სამყაროსთვის და იმ სიკეთეების მისაღებად, რაც დიდი ხანია დამსახურებული გაქვთ, თუმცა თავად ასე არ მიიჩნევდით. ამ ყველაფრის შედეგად აქტიურად განვითარდებით, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით. ლურჯი თხის წელი წარმატებული იქნება, თუ გარშემომყოფებს თქვენი ღირსებების შესაბამისად დაფასების საშუალებას მისცემთ და კუთხეში არ დაიმალებით. მოიშორეთ ზედმეტი სიმორცხვე, იფიქრეთ საკუთარ თავზე და არა მხოლოდ მათზე, ვინც თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველა ნაკლითა და ღირსებითურთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100