აშშ-ში 25 ბავშვი უცნობი ვირუსით დაავადდა. მათ ნაწილს კიდურები აქვს პარალიზებული
კალიფორნიაში 25 ბავშვი უცნობი ვირუსით დაავადდა, მათ ნაწილს კიდურები პარალიზებული აქვს. ექიმების განცხადებით ახალმა ვირუსმა ისინი ჩიხში მოაქცია. ერთადერთი დასკვნა რაც ექიმებმაგამოიტანეს, გახლავთ ის, რომ ეს დაავადება სიმპტომებით პოლიმიელიტს ჰგავს.
ბავშვთა ნევროპათოლოგი კიტ ვან ჰარენი: ის რასაც ჩვენ წავაწყდით, მოხლოდ და მხოლოდ არასახარბიელო პროგნოზების საშუალებას გვაძლვს. ბავშვების უმეტესობას, რომელიმე კიდურის სრული პარალიზება აღენიშნება. ჩვენ მხოლოდ ხუთდაავადებულთან გვონდა შეხება, მაგრამ კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით დაავადება მთელს შტატშია მოდებული. ვცდილობთ თავდაცვით მექანიზმებს მივმართოთ, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე.
ცნობისთვის პოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, განპირობებული ქალას მამოძრავებელი ნერვების ბირთვების და ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედების დაზიანებით, რაც იწვევს დუნე დამბლის განვითარებას არეფლექსიითა და კუნთების ატროფიით.
კომენტარი