"რაც შეეხება ჭორებს და შეურაცხყოფას, ყველაფერი სისულელეა" -პუგაჩოვას და გალიკინის ცხოვრება ისრაელში, მდიდრულ ვილაში
მას შემდეგ, რაც მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს, ისინი ისრაელში ცხოვრობენ და შვილებთან ერთად ხშირად სეირნობენ ქალაქ კესარიის ქუჩებში. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს უმაკიაჟო პრიმადონა. გალკინი და პუგაჩოვა მანამდეც არაერთხელ ყოფილან ისრაელში. ამბობენ, რომ ალა იქ იკეთებდა ხოლმე პლასტიკურ ოპერაციებს და მკურნალობდა დიაბეტისა და გულის დაავადებებს. მაქსიმ გალკინის დედა ისრაელშია დაკრძალული. დედით ებრაელი გალკინი ისრაელის მოქალაქეა და გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა უკვე შეიტანა საბუთები, რათა ბავშვებმა და ალამ ისრაელის მოქალაქეობა მიიღონ. მათ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დატოვეს ქვეყანა და თვეზე მეტია, კესარიაში არავარსკვლავურად ცხოვრობენ. ბავშვებთან ერთად სეირნობენ სანაპიროზე, სადაც არ დაყვებათ პირადი დაცვა და განსაკუთრებულად არც ჩაცმაზე ზრუნავენ. რუსული მედია წერს, რომ ვარკვლავურ წყვილს ისრაელში გულგრილად შეხვდნენ, თუმცა ეს მათი ვერსიაა. ალა და გალკინი პირიქით, კმაყოფილები ჩანან ცხოვრების ახალი სტილით, მათ ხომ ზედმეტად არავინ აწუხებთ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ სანაპიროზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათ გამო ბინების ფასიც კი გაიზარდა.
კომენტარი