სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძე პროკურატურის მიერ საქმეში არსებული ნივთმტკიცებების გავრცელების შემდეგ ასეთ კომენტარს აკეთებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურის მიერ საქმეში არსებული ნივთმტკიცებების გავრცელების შემდეგ ასეთ სტატუსს აქვეყნებს:

შოთაძემ არ მიმიღო იმის გამო, რომ საიდუმლო იყო არასრულწლოვნების საქმე და ჩემ თანმხლებ პირებს არ ქონდათ უფლება გაეგოთ რა დეტალებზეც ვისაუბრებდით.
დღეს ქალაქის პროკურორმა კაპანაძემ საჯაროდ გამოიტანა ყველა ნივთმტკიცება ბრიფინგზე და მთელ ქვეყანას ანახა გასაიდუმლოებული საქმის მასალები.

საზოგადოებას ვთხოვ თავად შეაფასოს მთავარი პროკურორების ქმედება.

ერთის მხვრივ მე არ დამრთეს უფლება რომ ჩემს უფლება დამცველებთან ერთად მესაუბრა ჩემს გაჭირვებაზე შოთაძესთან და მეორე მხრივ თავად გაასაჯაროვეს გასაიდუმლოებული ნივთმტკიცებები.

კონკრეტულად მოკლული შვილების ტანსაცმელი,რომელიც მე ჯერ კიდევ არ მინახავს იქიდან გამომდინარე,რომ კანონი არ მაძლევდა უფლებას მენახა ჩემი შვილის ტანსაცმელი - წერს ზაზა სარალიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100