"განსხვავებით ამ ხელისუფლებისა, რომელმაც პოლიციას ეკა ყუშიტაშვილები დაასვა თავზე, ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციას"
დავით ბაქრაძის გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე.
დავით ბაქრაზე: ჩვენ არ შეგვშინებია და არასდროს შეგვეშინდება ჩვენი პოლიციის, მე მინდა თქვენთან ერთად მივესალმო იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით. მე მინდა ვუთხრა მათ, განსხვავებით ამ ხელისუფლებისა, რომელმაც პოლიციას ეკა ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები გლდანის ციხეში გაუშვა, ჩვენ პატივს ვცემთ, ჩვენ გვიყვარს, იმიტომ რომ ეს არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჩვენ საქართველოსთვის შევქმენით. ამიტომ მოდით ყველამ ტაში დავუკრათ ჩვენს პოლიციელებს.
თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს პოლიციის და სპეცრაზმის, ჩვენ არა მეგობრებო... ამიტომაც გილოცავთ დღეს გვყავს ხელისუფლება , რომელსაც შეეშინდა, და დღეს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც იმ პოლიციასთან ერთად დგას ქუჩაში და აუცილებლად მშვიდობიანი გზით მიარწევს თავისას. აი ამიტომ მაგრად უნდა ვიყოთ, საქართველოს გაუმარჯოს.
კომენტარი