სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგისტრანტობის კანდიდატები გამოცდებს ჩააბარებენ

14-15 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ.

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს, 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო გამოცდა - 15:00 საათზე.

აღნიშნული გამოცდის ჩაბარება ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის სავალდებულოა.

სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ.

მაგისტრანტობის კანდიდატები მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით ჩაირიცხებიან, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით განისაზღვრება.

ცნობისთვის, სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი 2009 წელს საქართველოს მთავრობის ინციატივით დაინერგა.

2011 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა) დაფინანსდება, რომელთაგან ამ ეტაპზე პრიორიტეტულად აგრარული სფერო, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და განათლების მიმართულებები იქნა მიჩნეული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100