სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორხევში ნათლიის მიერ მოკლული მამაკაცი ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" წევრის ძმაა

დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, ორხევში ნათლიის მიერ მოკლული მამაკაცი, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" წევრის, ინსტრუმენტალისტის, გიორგი გაბრიელაშვილის ძმაა.


შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ორხევში ნათლიამ ნათლული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100