სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-ს პირველი კომენტარი გუშინ საღამოს თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 21 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარი 21 წლის გოგონა გარდაცვალებაზე, რომელიც გუშინ, ქალაქშიგამოჩენილ ახალ, მომწამვლელ ნივთიერებას - „მეფედრონსემსხვერპლა:

აი რა განუცხადეს დრონი. ჯის უწყებაში:

„ბოლო დღეებში 2 ადამიანია გარდაცვლილი და ორივე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები, რაც ზუსტად დაადგენს თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი“- აცხადებენ შსს-ში.

დრონი.ჯი-ს კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია ის დაზარალებული 8 ახალგაზრდა, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა - უწყებაში ასე გვპასუხობენ:

"არ გიდასტურებთ 8 ადამიანის არც გარდაცვალებას და არც ინტოქსიკაციას"

შეგახსენებთ, რომ დრონი.ჯი-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში გუშინ გარდაცვლილ 21 წლის გოგოზე.

ჩვენი სტატია იხ: ბმული


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100